პესკოვი: CIA-ს მოწოდებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია

© photo: Sputnik / Grigori Sisoev
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და სხვა დასავლური სადაზვერვო სააგენტოები კვლავაც აქტიურად საქმიანობენ რუსეთის ტერიტორიაზე, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა CIA-ს მიერ Telegram-არხის მეშვეობით რუსეთის მოქალაქეების გადაბირების მცდელობაზე საუბრისას.
მისი თქმით, კრემლში ჯერჯერობით არ გაუმახვილებიათ ყურადღება CIA-ს პროპაგანდისტულ მოწოდებაზე, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ რუსული სპეცსამსახურები უკვე არიან საქმის კურსში.

„სიმართლე გითხრათ, ყურადღება არ მიგვიქცევია. არ მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ სივრცესაც სათანადოდ აკვირდებიან იქიდან გამომდინარე (და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით), რომ CIA და სხვა დასავლური სადაზვერვო სამსახურები არ ასუსტებენ თავიანთ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, — აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე CIA-მ შექმნა Telegram-არხი, რომელზეც სპეციალურად რუსეთის მოსახლეობისთვის მომზადებული ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც თანდართულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, CIA ეძებს „საიმედო ადამიანებს“ რუსეთში, რომლებმაც სიმართლე იციან და ამ სიმართლის მოყოლა შეუძლიათ.
„ხართ სამხედრო ოფიცერი? მუშაობთ დაზვერვის, დიპლომატიის, მეცნიერების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში, ან იცნობთ ამ დარგებით დაკავებულ ადამიანებს? გაქვთ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკაზე ან უმაღლეს ხელმძღვანელობაზე? დაგვიკავშირდით“, — ნათქვამია CIA-ს არხზე.
ამასთან ამერიკული დაზვერვა ანონიმურობასა და დაცვას ჰპირდება ყველას, ვინც ფასეულ ინფორმაციას მიაწვდის მათ, და უსაფრთხოდ დაკავშირების ინსტრუქციასაც აქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0