მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვეძებთ საიმედო ადამიანებს: აშშ-ის დაზვერვამ რუსების გადასაბირებლად Telegram-არხი გახსნა

CC0 / Jay Godwin / CIA აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - CIA
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - CIA - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) კიდევ ერთხელ ღიად ცდილობს რუსების გადაბირებას ინტერნეტით, ამჯერად Telegram-ის საშუალებით, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ამერიკულმა სპეცსამსახურმა შექმნა არხი, სადაც პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა რუსულ ენაზე. როგორც ვიდეოზე დართულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, CIA-ს ძირითადად ის ინფორმაცია აინტერესებს, რაც რუსეთის ეკონომიკასა და ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას ეხება. სწორედ ამ მიზნით ეძებს „საიმედო ადამიანებს“ რუსეთში, რომლებმაც სიმართლე იციან და ამ სიმართლის მოყოლა შეუძლიათ.

„ხართ სამხედრო ოფიცერი? მუშაობთ დაზვერვის, დიპლომატიის, მეცნიერების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში, ან იცნობთ ამ დარგებით დაკავებულ ადამიანებს? გაქვთ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკაზე ან უმაღლეს ხელმძღვანელობაზე? დაგვიკავშირდით“, — ნათქვამია CIA-ს არხზე.

ამასთან ამერიკული დაზვერვა ანონიმურობასა და დაცვას ჰპირდება ყველას, ვინც ფასეულ ინფორმაციას მიაწვდის მათ, და უსაფრთხოდ დაკავშირების ინსტრუქციასაც აქვეყნებს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ეს CIA-ს მიერ რუსეთის მოქალაქეების ღიად გადაბირების პირველი მცდელობა არ არის, რის დასტურადაც 2022 წლის მაისში Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია მოჰყავს. მაშინ გაზეთი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ CIA-მ სოციალურ ქსელებში რუსულ ენაზე შედგენილი ინსტრუქცია გამოაქვეყნა ამერიკულ დაზვერვასთან ფარულად დასაკავშირებლად და რუსეთის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად.
გარდა ამისა, გასული წლის ნოემბერში CIA-ს დირექტორის მოადგილემ დევიდ მარლოუმ განაცხადა, რომ სპეცსამსახური უკრაინასთან ომით უკმაყოფილო რუსებს ეძებდა, რათა აგენტებად დაექირავებინა. ამის პასუხად აშშ-ში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ CIA-ს მსგავსი საჯარო განცხადებები ადასტურებს ვაშინგტონის მტრულ კურსს, რომელიც რუსეთის შიგნიდან დასუსტებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0