https://sputnik-georgia.com/20230517/-----277778103.html
პრემიერი: საქართველო რეგიონში დემოკრატიის მაგალითია
პრემიერი: საქართველო რეგიონში დემოკრატიის მაგალითია
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სასამართლო და საარჩევნო სისტემები. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T18:50+0400
2023-05-17T18:50+0400
2023-05-17T21:21+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277774000_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_de7ac0ac1af7cf7b6e2c81a603cc5ff5.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ერთგულია ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა ადამიანი უფლებები, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და, საერთო ჯამში, ქვეყანა მთელ რეგიონში დემოკრატიის მაგალითია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტზე.მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.„მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიკურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო სისტემა, ისე საარჩევნო სისტემა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი - პრემიერი ევროპის საბჭოს სამიტზე>>>მისი თქმით, საქართველოს განვითარების დღის წესრიგის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია მედიის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. გამჭვირვალობა და ღიაობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.„საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და ჩვენ დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. ქვეყანამ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და ახლა ელოდება კანდიდატის სტატუსს. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277774000_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_029d777831eb85e1f97d59aed7e8dbbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო რეგიონში დემოკრატიის მაგალითია
18:50 17.05.2023 (განახლებულია: 21:21 17.05.2023) ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ერთგულია ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა ადამიანი უფლებები, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და, საერთო ჯამში, ქვეყანა მთელ რეგიონში დემოკრატიის მაგალითია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტზე.
„ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ფუნდამენტური ღირებულებებისა, რაც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიკურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო სისტემა, ისე საარჩევნო სისტემა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს განვითარების დღის წესრიგის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია მედიის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. გამჭვირვალობა და ღიაობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და ჩვენ დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. ქვეყანამ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და ახლა ელოდება კანდიდატის სტატუსს.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.