https://sputnik-georgia.com/20230516/saqonelbrunva-rusetsa-daindoets-soris-277709646.html
რუსეთი პირველად გახდა ინდოეთის სიდიდით მეორე ექსპორტიორი
რუსეთი პირველად გახდა ინდოეთის სიდიდით მეორე ექსპორტიორი
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში ინდოეთში რეკორდული რაოდენობის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რითაც პირველად გახდა მისი მეორე... 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T09:31+0400
2023-05-16T09:31+0400
2023-05-16T16:07+0400
ახალი ამბები
რუსეთი
ინდოეთი
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0b/275699349_0:49:2789:1618_1920x0_80_0_0_31e96589a0173190888d612ab7c5a88e.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში ინდოეთში რეკორდული რაოდენობის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რითაც პირველად გახდა მისი მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი, წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.აღნიშნული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთის ექსპორტი ინდოეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7-ჯერ გაიზარდა და 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია ისტორიაში.რაც შეეხება ინდოეთში ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს, ეს კვლავაც ჩინეთია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინური საქონლის ინდოეთში ექსპორტი 15,4%-ით შემცირდა და 22,6 მილიარდ დოლარამდე დაეცა.ამ მხრივ მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები — 12,7 მილიარდიანი ექსპორტით, მეოთხეზე — აშშ, რომლის ინდოეთში ექსპორტიც 8,8%-ით შემცირდა, ხოლო მეხუთეზე საუდის არაბეთი, საიდანაც ინდოეთმა შარშანდელთან შედარებით 10,9%-ით ნაკლები საქონელი შეიძინა.ამასთან სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 33%-ით გაიზარდა საკუთრივ რუსეთში ინდოეთის ექსპორტიც (946,6 მლნ დოლარი) და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამაც 4,1-ჯერ მოიმატა (16,45 მლრდ დოლარი).
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0b/275699349_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f95abc683ce98a80a978bedaab633717.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, ინდოეთი , ეკონომიკა
ახალი ამბები, რუსეთი, ინდოეთი , ეკონომიკა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში ინდოეთში რეკორდული რაოდენობის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რითაც პირველად გახდა მისი მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი,
წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
აღნიშნული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთის ექსპორტი ინდოეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7-ჯერ გაიზარდა და 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია ისტორიაში.
რაც შეეხება ინდოეთში ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს, ეს კვლავაც ჩინეთია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინური საქონლის ინდოეთში ექსპორტი 15,4%-ით შემცირდა და 22,6 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
ამ მხრივ მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები — 12,7 მილიარდიანი ექსპორტით, მეოთხეზე — აშშ, რომლის ინდოეთში ექსპორტიც 8,8%-ით შემცირდა, ხოლო მეხუთეზე საუდის არაბეთი, საიდანაც ინდოეთმა შარშანდელთან შედარებით 10,9%-ით ნაკლები საქონელი შეიძინა.
ამასთან სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 33%-ით გაიზარდა საკუთრივ რუსეთში ინდოეთის ექსპორტიც (946,6 მლნ დოლარი) და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამაც 4,1-ჯერ მოიმატა (16,45 მლრდ დოლარი).