საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა შეიძლება აიკრძალოს

© photo: Sputnik / Stringerტურისტული კომპლექსის მშენებლობა
ტურისტული კომპლექსის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ყიდვის მზარდი ტენდენცია საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებას ზღუდავს, მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ 2024 წლის ბოლომდე და ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა, ნათქვამია პარლამენტის ბიუროს 15 მაისის გადაწყვეტილებაში.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების დაცვა უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირებისგან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლო გამოწვევების თავიდან აცილება.
როგორც მანამდე გოცირიძემ განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტი ლიეტუვაში მიღებული კანონის ანალოგია, რომლის თანახმად, უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით აკრძალულია.
უძრავი ქონების რეგისტრაცია: რა აინტერესებთ უცხოელებს საქართველოში>>
დეპუტატის თქმით, ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 120 ათასი მოქალაქე შემოვიდა, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და აქტიურად ყიდულობენ ბინებსა და სხვა უძრავ ქონებას.

„2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა – 6.062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4.520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2.187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა 1.679 ადამიანს შეადგენს“, – დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ყიდვის მზარდი ტენდენცია საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებას ზღუდავს.
როგორც შედეგი, ფასები ბინებზე მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უჭირს ბინის ყიდვა ან დაქირავება.
ყველა ახალი ამბავი
0