https://sputnik-georgia.com/20230423/uzravi-qonebis-registracia-ras-ezeben-ucxoelebi-saqartvelosi-276992013.html
უძრავი ქონების რეგისტრაცია: რა აინტერესებთ უცხოელებს საქართველოში
უძრავი ქონების რეგისტრაცია: რა აინტერესებთ უცხოელებს საქართველოში
Sputnik საქართველო
2022 წელს რუსეთის 1200 მოქალაქემ 2,7 ათასი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T16:24+0400
2023-04-23T16:24+0400
2023-04-23T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:16:3077:1747_1920x0_80_0_0_0c825ae6d349606f29140388f835a2fb.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 2022 წელს უცხოელებმა დაირეგისტრირეს 5000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, 14.900 ბინა და 137 კომერციული ობიექტი. ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მასალებში, რომლებიც დეპუტატის მოთხოვნით გამოქვეყნდა.სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მიწის ნაკვეთების მფლობელი გახდა 2,5 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბინების - 10,6 ათასი უცხოელი, კომერციული ობიექტების კი - 75 უცხოელი.უცხოელებს შორის, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით, ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები, მეორეზე ისრაელის, მესამეზე კი გერმანიის მოქალაქეები არიან.საერთო ჯამში, 2022 წელს რუსეთის 1,2 ათასმა მოქალაქემ თავის სახელზე 2,7 ათასი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. ამავე პერიოდში ისრაელის 122 მოქალაქემ დაირეგისტრირა 158 მიწის ნაკვეთი, ხოლო გერმანიის 85 მოქალაქემ - 134 ნაკვეთი.რუსები ასევე ლიდერობენ 2022 წელს მათ სახელზე რეგისტრირებული ბინების რაოდენობით. რუსეთის 4,5 ათასმა მოქალაქემ თავის სახელზე 6,1 ათასი ბინა დაარეგისტრირა.მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან. საქართველოში 1,9 ათასი ბინა ამ ქვეყნის 1,3 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.რა ღირს უძრავი ქონება საქართველოშიხოლო მესამე ადგილი უკრაინის მოქალაქეებმა დაიკავეს - ამ ქვეყნის 880-მა მოქალაქემ 1,3 ათასი ბინა დაირეგისტრირა.გარდა ამისა, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ასევე ლიდერობენ რეგისტრირებული კომერციული ობიექტების რაოდენობით. 2022 წელს რუსეთის 18 მოქალაქემ დაარეგისტრირა 24 კომერციული ქონება, ხოლო 13 უკრაინელმა დაარეგისტრირა 14 კომერციული ობიექტი. მესამე ადგილს ირანის მოქალაქეები იკავებენ - ამ ქვეყნის 8 მოქალაქემ 8 კომერციული ობიექტის მფლობელი გახდა.ინტერესი არ გამქრალა2023 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა დაირეგისტრირეს 2000 მიწის ნაკვეთი, 5100 ბინა და 41 კომერციული ობიექტი.ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში მიწის, ბინების და კომერციული ობიექტების რეგისტრაციის რაოდენობით ასევე რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ.2023 წლის სამ თვეში რუსეთის 447 მოქალაქე დარეგისტრირდა 1,3 ათასი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, 1,7 ათასი - 2,2 ათასი ბინის მფლობელად და 13 ადამიანი - 14 კომერციული ქონების მესაკუთრედ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b99f258bd8263b3230a92d3d880e60e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
უძრავი ქონების რეგისტრაცია: რა აინტერესებთ უცხოელებს საქართველოში
16:24 23.04.2023 (განახლებულია: 18:20 23.04.2023) 2022 წელს რუსეთის 1200 მოქალაქემ 2,7 ათასი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 2022 წელს უცხოელებმა დაირეგისტრირეს 5000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, 14.900 ბინა და 137 კომერციული ობიექტი. ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მასალებში, რომლებიც დეპუტატის მოთხოვნით გამოქვეყნდა.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მიწის ნაკვეთების მფლობელი გახდა 2,5 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბინების - 10,6 ათასი უცხოელი, კომერციული ობიექტების კი - 75 უცხოელი.
უცხოელებს შორის, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით, ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები, მეორეზე ისრაელის, მესამეზე კი გერმანიის მოქალაქეები არიან.
საერთო ჯამში, 2022 წელს რუსეთის 1,2 ათასმა მოქალაქემ თავის სახელზე 2,7 ათასი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. ამავე პერიოდში ისრაელის 122 მოქალაქემ დაირეგისტრირა 158 მიწის ნაკვეთი, ხოლო გერმანიის 85 მოქალაქემ - 134 ნაკვეთი.
რუსები ასევე ლიდერობენ 2022 წელს მათ სახელზე რეგისტრირებული ბინების რაოდენობით. რუსეთის 4,5 ათასმა მოქალაქემ თავის სახელზე 6,1 ათასი ბინა დაარეგისტრირა.
მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან. საქართველოში 1,9 ათასი ბინა ამ ქვეყნის 1,3 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.
რა ღირს უძრავი ქონება საქართველოში
ხოლო მესამე ადგილი უკრაინის მოქალაქეებმა დაიკავეს - ამ ქვეყნის 880-მა მოქალაქემ 1,3 ათასი ბინა დაირეგისტრირა.
გარდა ამისა, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ასევე ლიდერობენ რეგისტრირებული კომერციული ობიექტების რაოდენობით. 2022 წელს რუსეთის 18 მოქალაქემ დაარეგისტრირა 24 კომერციული ქონება, ხოლო 13 უკრაინელმა დაარეგისტრირა 14 კომერციული ობიექტი. მესამე ადგილს ირანის მოქალაქეები იკავებენ - ამ ქვეყნის 8 მოქალაქემ 8 კომერციული ობიექტის მფლობელი გახდა.
2023 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა დაირეგისტრირეს 2000 მიწის ნაკვეთი, 5100 ბინა და 41 კომერციული ობიექტი.
ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში მიწის, ბინების და კომერციული ობიექტების რეგისტრაციის რაოდენობით ასევე რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ.
2023 წლის სამ თვეში რუსეთის 447 მოქალაქე დარეგისტრირდა 1,3 ათასი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, 1,7 ათასი - 2,2 ათასი ბინის მფლობელად და 13 ადამიანი - 14 კომერციული ქონების მესაკუთრედ.