საქართველოში ლოკოკინების წარმოება ფართოვდება

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAლოკოკინების ფერმა
ლოკოკინების ფერმა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
კომპანია მომავალში სამაცივრე მეურნეობის შექმნას და ექსპორტისთვის სხვა კომპანიებისგან ლოკოკინების მიღებას გეგმავს.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. კომპანია „სნეილ გარდენმა“ (Snail Garden) სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში 5 ჰექტარ ფართობზე ლოკოკინების მოშენების ფერმის მოწყობაზე 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, კომპანიამ წელს უკვე მიიღო პირველი მოსავალი და ის ექსპორტზე იტალიაში გაიტანა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციისადმი ინტერესი ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებია, პროდუქციის სრული რეალიზება ექსპორტზე, იტალიაში ხორციელდება“, – განაცხადა კომპანია „სნეილ გარდენის“ დირექტორმა აკაკი პაქსაძემ.

მისი თქმით, ლოკოკინების მოშენების ბიზნესი იტალიაში ძალზე პოპულარულია. საქართველოში ბიზნესის შექმნის იდეა მეწარმეს იტალიაში ნანახი ლოკოკინების ფერმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა.
მომავალში კომპანია სამაცივრე მეურნეობის შექმნას და საექსპორტოდ სხვა კომპანიებისგან ლოკოკინების მიღებას გეგმავს.
ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა>>
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტრიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0