https://sputnik-georgia.com/20220119/evrokavsirma-saqartvelodan-lokokinebis-eqsporti-dausva-263704861.html
ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა
ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა
Sputnik საქართველო
ევროკომისიის რეგულაციას წინ წინ უძღოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები.
2022-01-19T09:57+0400
2022-01-19T09:57+0400
2022-01-19T21:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_0:179:1000:742_1920x0_80_0_0_b7cd748cae5f8699f91b4a39cbd0eb0f.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ევროკომისიის რეგულაციით (2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34), საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია დაშვებული, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.ხობში ლოკოკინების ფერმა გაიხსნა>>შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ფერმერების დასახმარებლად მიზნობრივ კრედიტებს ითვალისწინებს დაბალი ტარიფით.წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_11:0:1000:742_1920x0_80_0_0_1c6b17e1a216c8bedaa3ad93d3f4ec8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლოკოკინა ექსპორტი საქართველო ევროკავშირი
ლოკოკინა ექსპორტი საქართველო ევროკავშირი
ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა
09:57 19.01.2022 (განახლებულია: 21:39 19.01.2022) საქართველოში სახელმწოფოს მხრიდან ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა.
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ევროკომისიის რეგულაციით (2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34), საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია დაშვებული, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ფერმერების დასახმარებლად მიზნობრივ კრედიტებს ითვალისწინებს დაბალი ტარიფით.