საგზურები საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისით რუსეთიდან: როდის დაიწყება გაყიდვები

© photo: Sputnik / Stringerმშვიდობის ხიდი თბილისში
მშვიდობის ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
მოსკოვი–თბილისის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა უკვე მიიღო ორმა ავიაკომპანიამ.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ტურები პირდაპირი ფრენით რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა მაისის ბოლოდან გაიყიდოს, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა უკვე მიიღეს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა Georgian Airways-მა.

„პაკეტური ტურები საქართველოში შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები უფრო მოლოდინის რეჟიმში არიან – ჯერ უნდა იყოს ჩამოყალიბდეს და მოწესრიგდეს პირდაპირი ფრენების განრიგი“, – განაცხადეს ასოციაციაში.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მოსკოვი–თბილისის ბილეთების ღირებულება მაისში ერთ ადამიანზე ერთი მიმართულებით 17,1 ათასი რუბლიდან იწყება, რაც უფრო ძვირია, ვიდრე ერევანში 30 წუთიანი გადაჯდომით ფრენა, აღნიშნეს ასოციაციაში.
„ბილეთების ფასი მაისში ერთ ადამიანზე ერთი მიმართულებით 17,1 ათასი რუბლიდან იწყება. და ამ თვალსაზრისით Georgian Airways-ისა და Air Dilijans-ის რეისი გაჩერებით უფრო მომგებიანია: ფრენის დროში სხვაობა 30 წუთია, ხოლო ბილეთების ღირებულება 10 პროცენტით დაბალია“, – განმარტეს ასოციაციაში.
Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისებს შეასრულებს >>
რუსულმა ავიაკომპანიამ რეისების შესრულებაზე ნებართვა 17 მაისიდან მიიღო, Georgian Airways-მა – 20 მაისიდან.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0