დუმამ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების დენონსაციაზე კანონი მიიღო

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ კანონი მიიღო, იუწყება რუსული მასმედია.
დენონსაციის საკითხი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად 10 მაისს წარედგინა.
დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის თქმით, ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება დიდი ხანია, რაც „მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, და მისი დენონსაცია მხოლოდ გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას“.

„რუსეთმა ხელშეკრულებაში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2007 წელს შეაჩერა ნატოს თვალთმაქცური პოზიციის გამო, რომლის ქვეყნებსაც ხელშეკრულების ადაპტირებული ვერსიის რატიფიცირება არ მოუხდენიათ“, — განაცხადა მან.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება 1990 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა პარიზში, ხოლო 1999 წელს ეუთოს სამიტზე (სტამბულში) შეთანხმების განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი.
ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირება მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ — რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და უკრაინამ მოახდინა. მოსკოვმა 2007 წელს შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში მანამ, „სანამ ნატოს ქვეყნები ადაპტაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენენ და ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერად განხორციელებას არ დაიწყებენ“.
ყველა ახალი ამბავი
0