რუსეთი ევროპასთან შეთანხმების დენონსაციას იწყებს

© photo: Sputnik / Vladimir Viatkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დენონსაციას იწყებს, განხილვებზე პრეზიდენტის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დაინიშნა.
დენონსაცია — საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმაა რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

„დაინიშნოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად ფედერალური კრების პალატების მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის საკითხის განხილვისას“, — ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება 1990 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა პარიზში, ხოლო 1999 წელს ეუთოს სამიტზე (სტამბულში) შეთანხმების განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი.
ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირება მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ — რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და უკრაინამ მოახდინა. მოსკოვმა 2007 წელს შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში მანამ, „სანამ ნატოს ქვეყნები ადაპტაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენენ და ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერად განხორციელებას არ დაიწყებენ“.
ყველა ახალი ამბავი
0