https://sputnik-georgia.com/20230515/zatulinma-lukasenkos-cudad-yofna-daadastura-277670255.html
„ნამდვილად შეუძლოდაა“: დუმაში ლუკაშენკოს ცუდად ყოფნა დაადასტურეს
„ნამდვილად შეუძლოდაა“: დუმაში ლუკაშენკოს ცუდად ყოფნა დაადასტურეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ნამდვილად შეუძლოდაა, თუმცა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა... 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T10:49+0400
2023-05-15T10:49+0400
2023-07-20T15:51+0400
ბელარუსი
ახალი ამბები
ალექსანდრ ლუკაშენკო
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276013067_5:265:1679:1207_1920x0_80_0_0_33b06e6eef618c743525dd2b485e1628.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ნამდვილად შეუძლოდაა, თუმცა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა გამოცემა „პოდიომს“ რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა.მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო გამარჯვების აღლუმის შემდეგ გამართულ მიღებას ვლადიმირ პუტინთან სწორედ მინსკში დაგეგმილი ღონისძიებების გამო ვერ დაესწრო.როგორც ბელარუსული მედია იტყობინება, მოსკოვის აღლუმის შემდეგ პრეზიდენტი საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მინსკში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე ლუკაშენკო სიტყვით არ გამოსულა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. ამასთან პრეზიდენტი ხალხის წინაშე არც სახელმწიფო სიმბოლიკის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გამოჩენილა, რომელიც მინსკში 14 მაისს აღინიშნება. მისი მიმართვა პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ წაიკითხა. ლუკაშენკოს პრეს-სამსახური მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, არაოფიციალურად კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი „დოკუმენტებზე მუშაობს“.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276013067_0:0:2409:1807_1920x0_80_0_0_4e1e9b16f2381b05f3576a1182047d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბელარუსი , ახალი ამბები, ალექსანდრ ლუკაშენკო, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ბელარუსი , ახალი ამბები, ალექსანდრ ლუკაშენკო, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
„ნამდვილად შეუძლოდაა“: დუმაში ლუკაშენკოს ცუდად ყოფნა დაადასტურეს
10:49 15.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ნამდვილად შეუძლოდაა, თუმცა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა გამოცემა „პოდიომს“ რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა.
„ამაში არაფერია ზებუნებრივი. ეს კოვიდი არ არის. უბრალოდ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ავად გახდა, თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ მოსკოვში ჩამოსულიყო, მერე კი, იმავე საღამოს მინსკში ჩაატარა ღონისძიება. ალბათ დასვენება სჭირდება — ესაა და ეს“, — აღნიშნა ზატულინმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო გამარჯვების აღლუმის შემდეგ გამართულ მიღებას ვლადიმირ პუტინთან სწორედ მინსკში დაგეგმილი ღონისძიებების გამო ვერ დაესწრო.
როგორც ბელარუსული მედია იტყობინება, მოსკოვის აღლუმის შემდეგ პრეზიდენტი საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მინსკში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე ლუკაშენკო სიტყვით არ გამოსულა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.
ამასთან პრეზიდენტი ხალხის წინაშე არც სახელმწიფო სიმბოლიკის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გამოჩენილა, რომელიც მინსკში 14 მაისს აღინიშნება. მისი მიმართვა პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ წაიკითხა.
ლუკაშენკოს პრეს-სამსახური მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, არაოფიციალურად კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი „დოკუმენტებზე მუშაობს“.