მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვა დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეიდან გასვლის პროცესს იწყებს

© photo: Sputnik / Miroslav Rotar
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მოლდოვა დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცესს იწყებს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა იგორ გროსუმ.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხთან, პარტიის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან არაერთი საუბრის შემდეგ გაცნობებთ, რომ გადავწყვიტეთ დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეიდან გასვლა. ეს პირველი ნაბიჯია. მთავრობისა და პარლამენტის დონეზე სხვა ნაბიჯებსაც გადავდგამთ“, — განაცხადა გროსუმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ დორინ რესენს პარლამენტის მუდმივმოქმედი ბიუროს მომავალ სხდომაზე შესთავაზებს მოლდოვის ასამბლეასთან მიერთების შეთანხმების დენონსაციას, რის შემდეგაც ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს.
როგორც გროსუმ აღნიშნა, მოლდოვას დსთ-ის წევრობა ვერც მწვავე პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, ვერც დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაზე იმოქმედა და არც ეკონომიკას შველის.
მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლება გასული წლიდან საუბრობს დსთ-სთან არაერთი შეთანხმების დენონსაციის აუცილებლობაზე. მოლდოვის პარლამენტმა გასულ ხუთშაბათს ბოლო მოსმენით დაუჭირა მხარი რესპუბლიკაში სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ მუშაობის შესახებ დსთ-სთან შეთანხმების დენონსაციას.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებიდან მოლდოვის გასვლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი პირადად ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუა. მოლდოვა გასული წლიდან არ ესწრება დსთ-ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომებს. რესპუბლიკა რუსეთთან ურთიერთობებს დღეისათვის მხოლოდ საელჩოების დონეზე ინარჩუნებს.
ყველა ახალი ამბავი
0