https://sputnik-georgia.com/20230515/davitasvili-saqartvelosi-mosaxleobis-dasaqmeba-gaizarda-277705138.html
დავითაშვილი: საქართველოში მოსახლეობის დასაქმება გაიზარდა
დავითაშვილი: საქართველოში მოსახლეობის დასაქმება გაიზარდა
Sputnik საქართველო
2021 წელთან შედარებით უმუშევრების რაოდენობა 48,3 ათასი ადამიანით შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T23:10+0400
2023-05-15T23:10+0400
2023-05-16T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_0:0:1698:955_1920x0_80_0_0_9edeeb0fbcce8ea4e92a1bfc61bf34e0.jpg
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს 66,3 ათასი ადამიანით გაიზარდა და 1.283.700 ადამიანი შეადგინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.არსებული სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმება გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.ამასთან, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, 2021 წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 48,3 ათასი ადამიანით შემცირდა.უმუშევრობა საქართველოში - ახალი მონაცემები >>საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკის მოქალაქეებში (47,4%), ყველაზე დაბალი – ტრადიციულად 65+ ასაკის მოსახლეობაში (3,6%). მთავარ მიზეზად „საქსტატი“ ასახელებს აქტივობის დაბალ დონეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_175:0:1698:1142_1920x0_80_0_0_1a50fbd7c4ec3d07b1a6b37414a119f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავითაშვილი: საქართველოში მოსახლეობის დასაქმება გაიზარდა
23:10 15.05.2023 (განახლებულია: 00:08 16.05.2023) 2021 წელთან შედარებით უმუშევრების რაოდენობა 48,3 ათასი ადამიანით შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს 66,3 ათასი ადამიანით გაიზარდა და 1.283.700 ადამიანი შეადგინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არსებული სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა.
„გაიზარდა მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობა. აქაც საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა იყო - 66,3 ათასით გაიზარდა... ეს ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ყველა დარგში იყო დასაქმების ზრდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმება გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ამასთან, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, 2021 წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 48,3 ათასი ადამიანით შემცირდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკის მოქალაქეებში (47,4%), ყველაზე დაბალი – ტრადიციულად 65+ ასაკის მოსახლეობაში (3,6%). მთავარ მიზეზად „საქსტატი“ ასახელებს აქტივობის დაბალ დონეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში.