უმუშევრობა საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტაქსის მძღოლები
ტაქსის მძღოლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
ქვეყანაში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 19,3% და 14,6%.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17,3% შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკის მოქალაქეებში (47,4%), ყველაზე დაბალი – ტრადიციულად 65+ ასაკის მოსახლეობაში (3,6%). მთავარ მიზეზად „საქსტატი“ ასახელებს აქტივობის დაბალ დონეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში.
უმუშევრობის დონე ქალაქებში შემცირდა 3,9%-ით წინა წელთან შედარებით, სოფლებში – 2,5%-ით.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 19,3% და 14,6%. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირდა 3,2%-ით, მამაკაცებში – 3,5%-ით.
დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქებში, ისე სოფლად, შესაბამისად, 2,0 და 3,2 საპროცენტო პუნქტით – 44,1% და 41,5%-მდე.
2022 წელს წინა წელთან შედარებით დასაქმების დონე გაიზარდა ქალებშიც და მამაკაცებშიც, შესაბამისად, 2,1 და 3,1 საპროცენტო პუნქტით.
დაქირავებულთა წილმა შეადგინა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,9%, რაც 0,3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
მამაკაცების აქტივობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალების. შარშან ამ მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 41,5%, მამაკაცებში – 64%. ამასთან, ქალების აქტივობის დონე გაიზარდა ერთი საპროცენტო პუნქტით, მამაკაცების – 1,1 საპროცენტო პუნქტით.
ყველა ახალი ამბავი
0