https://sputnik-georgia.com/20230515/------277682402.html
საგარეო უწყება: საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს
საგარეო უწყება: საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის... 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T15:27+0400
2023-05-15T15:27+0400
2023-05-15T20:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/40/234814071_0:0:1319:742_1920x0_80_0_0_596ca5435b4c8489be5d8624ac935448.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების საქართველოს დახმარებით თავის არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები განახორციელებენ, რომელთაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ. ოპოზიციაში კი სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადეს და არ გამორიცხეს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთში ფრენებს შეასრულებენ, შესაძლოა დაექვემდებარონ დასავლეთის სანქციებს.საქართველო რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს>>>საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია გრძელდება და „საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით სანქციებისთვის თავი აერიდებინა".მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/40/234814071_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_ff6000448b99a8ead39a8dcb95d5c623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საგარეო უწყება: საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს
15:27 15.05.2023 (განახლებულია: 20:37 15.05.2023) ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების საქართველოს დახმარებით თავის არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა.
ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები განახორციელებენ, რომელთაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ. ოპოზიციაში კი სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადეს და არ გამორიცხეს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთში ფრენებს შეასრულებენ, შესაძლოა დაექვემდებარონ დასავლეთის სანქციებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია გრძელდება და „საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით სანქციებისთვის თავი აერიდებინა".
„ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ღია და გამჭვირვალეა", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება.