საქართველო რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა. ამის შემდეგ რიგმა მედიასაშუალებებმა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე დაიწყეს მსჯელობა.

„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას", – განაცხადა კობახიძემ.

სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
პაპუაშვილი: რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანს>>
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება.
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თვითონ საქართველოს დააზარალებს. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0