https://sputnik-georgia.com/20230514/turqetsi-arcevnebze-xmis-micema-dasrulda-daiwyo-sedegebis-datvlis-procedura-277656709.html
თურქეთში არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა - დაიწყო შედეგების დათვლის პროცედურა
თურქეთში არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა - დაიწყო შედეგების დათვლის პროცედურა
Sputnik საქართველო
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო წინასწარ შედეგებს ორშაბათს ღამით გამოაქვეყნებს 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T21:03+0400
2023-05-14T21:03+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
თურქეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277655583_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_507a6fca5a476a1a01a95b39d0be23b9.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა.ამომრჩევლები დილის 9 საათიდან ირჩევდნენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტი ურნა დადგეს.საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.ტელეარხ A Haber-ის ინფორმაციით, საარჩევნო ურნების 9%-ზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანს აქვს ხმების 59,47%, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 34,79%. ტელეარხმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგები ყოველ წუთს იცვლება.უმაღლესი საარჩევნო საბჭომ (YSK) მანამდე განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები ღამით გამოქვეყნდება. საარჩევნო საბჭოს მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277655583_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_5b433fa90cc0e8a5111dd160793d001c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთში არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა - დაიწყო შედეგების დათვლის პროცედურა
21:03 14.05.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო წინასწარ შედეგებს ორშაბათს ღამით გამოაქვეყნებს
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა.
ამომრჩევლები დილის 9 საათიდან ირჩევდნენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტი ურნა დადგეს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
ტელეარხ A Haber-ის ინფორმაციით, საარჩევნო ურნების 9%-ზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანს აქვს ხმების 59,47%, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 34,79%. ტელეარხმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგები ყოველ წუთს იცვლება.
უმაღლესი საარჩევნო საბჭომ (YSK) მანამდე განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები ღამით გამოქვეყნდება. საარჩევნო საბჭოს მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.