https://sputnik-georgia.com/20230514/turqetsi-23-kilo-oqro-moipares-dakavebulia-2-qartveli-277651195.html
თურქეთში 23 კილო ოქრო მოიპარეს: დაკავებულია 2 ქართველი
თურქეთში 23 კილო ოქრო მოიპარეს: დაკავებულია 2 ქართველი
Sputnik საქართველო
პოლიციამ ვერ იპოვა ნაძარცვი ძვირფასეულობა, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, თურქეთიდან გაიტანეს. 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T12:20+0400
2023-05-14T12:20+0400
2023-05-14T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442188_0:122:3211:1928_1920x0_80_0_0_bd1124ae055d4bef19ef285bd172a35f.jpg
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. თურქეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს - მათ 23 კგ ოქროს სამკაულების მოპარვას ედავებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ ერზურუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ცნობილი იუველირის კუთვნილი ოქროულობის მაღაზია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გაქურდეს. გამოძიების მიხედვით, ძვირფასეულობის მაღაზიის გვერდით მდებარე შენობიდან მძარცველებმა კედელი გაბურღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშეს და ვიტრინები თითქმის სრულად დააცარიელეს.სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე ალანიაში დააკავეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ვერ იპოვეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, თურქეთიდან გაიტანეს.ადგილობრივი მედიაში გავრცელდა ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ორი მამაკაცი საიუველირო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.დიდი ოდენობით ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოსავლენად თურქეთის პროკურატურამ ქართულ მხარეს სავარაუდოდ უკვე მიმართა.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442188_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_2e302ad8de3102144573b6aad45d7f86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები
თურქეთში 23 კილო ოქრო მოიპარეს: დაკავებულია 2 ქართველი
პოლიციამ ვერ იპოვა ნაძარცვი ძვირფასეულობა, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, თურქეთიდან გაიტანეს.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. თურქეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს - მათ 23 კგ ოქროს სამკაულების მოპარვას ედავებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ ერზურუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ცნობილი იუველირის კუთვნილი ოქროულობის მაღაზია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გაქურდეს. გამოძიების მიხედვით, ძვირფასეულობის მაღაზიის გვერდით მდებარე შენობიდან მძარცველებმა კედელი გაბურღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშეს და ვიტრინები თითქმის სრულად დააცარიელეს.
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე ალანიაში დააკავეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ვერ იპოვეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, თურქეთიდან გაიტანეს.
ადგილობრივი მედიაში გავრცელდა ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ორი მამაკაცი საიუველირო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დიდი ოდენობით ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოსავლენად თურქეთის პროკურატურამ ქართულ მხარეს სავარაუდოდ უკვე მიმართა.