https://sputnik-georgia.com/20230514/saqartvelosi-daniis-samefos-saelco-gaixsneba-277666697.html
საქართველოში დანიის სამეფოს საელჩო გაიხსნება
საქართველოში დანიის სამეფოს საელჩო გაიხსნება
Sputnik საქართველო
მინისტრს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T22:20+0400
2023-05-14T22:20+0400
2023-05-15T01:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
დანია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277654809_0:0:3642:2048_1920x0_80_0_0_39a49302a81fb9cb2b379aee32c005b0.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 14 მაისს საქართველოს ეწვია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი, რომელიც თბილისში თავისი ქვეყნის საელჩოს გახსნის, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.დღემდე დანიის ელჩი საქართველოში კიევში იმყოფება.საქართველომ და დანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. 2006 წელს საქართველომ გახსნა წარმომადგენლობა დანიაში.
საქართველო
დანია
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277654809_52:0:2783:2048_1920x0_80_0_0_964488da602e47007987a2a81e7eafdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დანია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, დანია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპა
საქართველოში დანიის სამეფოს საელჩო გაიხსნება
22:20 14.05.2023 (განახლებულია: 01:00 15.05.2023) მინისტრს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 14 მაისს საქართველოს ეწვია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი, რომელიც თბილისში თავისი ქვეყნის საელჩოს გახსნის, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დღემდე დანიის ელჩი საქართველოში კიევში იმყოფება.
საქართველომ და დანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. 2006 წელს საქართველომ გახსნა წარმომადგენლობა დანიაში.