https://sputnik-georgia.com/20230514/ruseti-xorblis-eqsportze-sabajo-gadasaxads-seamcirebs-277654434.html
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს შეამცირებს
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს შეამცირებს
Sputnik საქართველო
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T18:19+0400
2023-05-14T18:19+0400
2023-05-14T18:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267095304_621:724:2975:2048_1920x0_80_0_0_271d7581cf3c9eccb6e8869f591f35a9.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსეთი 17 მაისიდან საექსპორტო ბეგარას ხორბალზე შეამცირებს.2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 17-დან 23 მაისის ჩათვლით ტონაზე 4.727,6 რუბლამდე შემცირდება, ქერზე - 2.117,8 რუბლამდე, სიმინდზე - 2.364,3 რუბლამდე.რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 10-დან 16 მაისის ჩათვლით შეადგენს ტონაზე 5.279,2 რუბლს, ქერის - 2.676,2 რუბლს, სიმინდის - 2.523,9 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.საქმე ფასშია: მინისტრმა მარცვლეულის მწარმოებლების პრობლემებზე ისაუბრა >>რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. მიმდინარე წლის იანვარი–მარტში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 42,2 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილია შემოტანილი (2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 28,7%), ასევე 39,6 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი (ზრდა - 39,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267095304_951:619:2856:2048_1920x0_80_0_0_442dcc39cbf4eea2ae96a0d4aa76325f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს შეამცირებს
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსეთი 17 მაისიდან საექსპორტო ბეგარას ხორბალზე შეამცირებს.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 17-დან 23 მაისის ჩათვლით ტონაზე 4.727,6 რუბლამდე შემცირდება, ქერზე - 2.117,8 რუბლამდე, სიმინდზე - 2.364,3 რუბლამდე.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 10-დან 16 მაისის ჩათვლით შეადგენს ტონაზე 5.279,2 რუბლს, ქერის - 2.676,2 რუბლს, სიმინდის - 2.523,9 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. მიმდინარე წლის იანვარი–მარტში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 42,2 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილია შემოტანილი (2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 28,7%), ასევე 39,6 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი (ზრდა - 39,7%).