https://sputnik-georgia.com/20230513/kobaxize-strasburgis-sasamartlom-saakasvilis-uflebebis-daculoba-daadastura-277644853.html
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა
Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს მკაფიო პასუხი გასცა და მათი აბსურდულობა დაადასტურა, განაცხადა კობახიძემ 13.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-13T23:30+0400
2023-05-13T23:30+0400
2023-05-13T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_4c696dffabffa2fb8a76cd28696e965a.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველო მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს მკაფიო პასუხი გასცა და მათი აბსურდულობა დაადასტურა.მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბოდიში აქვთ მოსახდელი „შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას“, მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან ეს მათი პოლიტიკური არჩევანი იყო და ისინი დღემდე მოქმედებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჯერ კიდევ მოუწევს საქმის „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა, ახლა კი მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხზე.სააკაშვილის მდგომარეობა2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_73e1c82b8e2e421c2f3f5534ca124ab6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს მკაფიო პასუხი გასცა და მათი აბსურდულობა დაადასტურა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველო მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს მკაფიო პასუხი გასცა და მათი აბსურდულობა დაადასტურა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბოდიში აქვთ მოსახდელი „შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას“, მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან ეს მათი პოლიტიკური არჩევანი იყო და ისინი დღემდე მოქმედებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჯერ კიდევ მოუწევს საქმის „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა, ახლა კი მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხზე.
2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".