https://sputnik-georgia.com/20230512/rogor-imusavebs-wamlis-xarisxis-axali-laboratoria-277617700.html
როგორ იმუშავებს წამლის ხარისხის ახალი ლაბორატორია
როგორ იმუშავებს წამლის ხარისხის ახალი ლაბორატორია
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ლაბორატორიის გახსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავსი დაწესებულება არ ყოფილა. 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T16:53+0400
2023-05-12T16:53+0400
2023-05-12T22:00+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277606619_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_3edfda4cbaec75e11cd3c27190fefaa4.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. წამლის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც საქართველოში ხუთშაბათს გაიხსნა, მედიკამენტებს დაახლოებით 30 სხვადასხვა პარამეტრით შეამოწმებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის. აქამდე საქართველოს მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიებისთვის უწევდა მიმართვა, რაც დაკავშირებული იყო როგორც დროსთან, ასევე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, აღნიშნა ლაბორატორიის გახსნაზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოში 2022 წელს ახალი სტანდარტები დაწესდა და ქვეყანაში მას შემდეგ GMP–სტანდარტის (ხარისხიანი) წამლები შემოდის. ახალ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებლობა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებული წამლები ამ სტანდარტს.მედიკამენტების ხარისხის ლაბორატორიის გახსნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გახსნის თარიღი გადაიდო. უწყებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაცევტულ სფეროში რეფორმები დაიწყო. გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რამაც შესაძლებელი გახადა ფასების 60-80%-ით შემცირება.საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გაიხსნა>>გარდა ამისა, შემოღებულ იქნა რეფერენტული ფასები, ანუ ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება, რაც 1.100-ზე მეტ მედიკამენტს შეეხო. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 40%-ით შემცირდა.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277606619_58:0:967:682_1920x0_80_0_0_911d291d67ee72722107c3eeae843550.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როგორ იმუშავებს წამლის ხარისხის ახალი ლაბორატორია
16:53 12.05.2023 (განახლებულია: 22:00 12.05.2023) სახელმწიფო ლაბორატორიის გახსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავსი დაწესებულება არ ყოფილა.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. წამლის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც საქართველოში ხუთშაბათს გაიხსნა, მედიკამენტებს დაახლოებით 30 სხვადასხვა პარამეტრით შეამოწმებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის. აქამდე საქართველოს მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიებისთვის უწევდა მიმართვა, რაც დაკავშირებული იყო როგორც დროსთან, ასევე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.
„თუ აქამდე სხვადასხვა კერძო ლაბორატორიას ვიყენებდით, ან გარკვეულ ნაწილში გვეხმარებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე გარკვეული მედიკამენტის გაგზავნა გვიხდებოდა საზღვარგარეთ, ჩვენ უკვე ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში შეგვიძლია ამ პროცესის ორგანიზება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, აღნიშნა ლაბორატორიის გახსნაზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში 2022 წელს ახალი სტანდარტები დაწესდა და ქვეყანაში მას შემდეგ GMP–სტანდარტის (ხარისხიანი) წამლები შემოდის. ახალ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებლობა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებული წამლები ამ სტანდარტს.
მედიკამენტების ხარისხის ლაბორატორიის გახსნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გახსნის თარიღი გადაიდო. უწყებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაცევტულ სფეროში რეფორმები დაიწყო. გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რამაც შესაძლებელი გახადა ფასების 60-80%-ით შემცირება.
გარდა ამისა, შემოღებულ იქნა რეფერენტული ფასები, ანუ ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება, რაც 1.100-ზე მეტ მედიკამენტს შეეხო. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.