აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სანქცირებული თვითმფრინავები რუსეთიდან საქართველოში ფრენებს ვერ შეასრულებენ.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს საქართველოს აეროპორტებში კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას, განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ავიაციის სფეროში და გააკონტროლოს მისი დაცვა.

„თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებოდით იმით, რომ კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციები დაემუქროს, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს", – განაცხადა პატელმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მანამდე განაცხადა, რომ სანქცირებული თვითმფრინავები რუსეთიდან საქართველოში ფრენებს ვერ შეასრულებენ.
მისი თქმით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ვერ მოხდება.
„ჩვენი მხრიდან სანქციების გვერდის ავლა და მსგავსი ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ მოხდება", – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს>>>
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო სანქციებს იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0