https://sputnik-georgia.com/20230511/evrokavsiri-mouwodebs-saqartvelos-seuertdes-rusetis-winaarmdeg-saaviacio-sanqciebs-277588665.html
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს
Sputnik საქართველო
საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ უნდა შეუშვას უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო რუსული თვითმფრინავები, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის... 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T19:52+0400
2023-05-11T19:52+0400
2023-05-11T22:24+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264012704_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_17035fc1e951e7c01daf61ba666f627e.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პრეტენდენტი, შეუერთდეს სანქციებს ავიაციის სფეროში და გააკონტროლოს მისი დაცვა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვას უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო თვითმფრინავები მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომელთა შესახებ რუსეთს გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) აცნობა.„ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.კობახიძე: ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა საქართველოს გონივრული პოლიტიკის შედეგია>>საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო სანქციებს იცავს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე არანაირად არ აისახება, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია აცხადებს, და მაგალითად თურქეთი და მოლდოვა მოიყვანა, რომლებიც კანდიდატებიც არიან, მაგრამ აქვთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან.რომელი სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ რუსეთიდან საქართველოში ოპერირებას? - განმარტება>>ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264012704_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_f193821084c78882ccd20b3f8232bd69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს
19:52 11.05.2023 (განახლებულია: 22:24 11.05.2023) საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ უნდა შეუშვას უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო რუსული თვითმფრინავები, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პრეტენდენტი, შეუერთდეს სანქციებს ავიაციის სფეროში და გააკონტროლოს მისი დაცვა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვას უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო თვითმფრინავები მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომელთა შესახებ რუსეთს გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) აცნობა.
„ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო სანქციებს იცავს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე არანაირად არ აისახება, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია აცხადებს, და მაგალითად თურქეთი და მოლდოვა მოიყვანა, რომლებიც კანდიდატებიც არიან, მაგრამ აქვთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.