https://sputnik-georgia.com/20230511/----------277572068.html
რომელი სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ რუსეთიდან საქართველოში ოპერირებას? - განმარტება
რომელი სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ რუსეთიდან საქართველოში ოპერირებას? - განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას. 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T14:21+0400
2023-05-11T14:21+0400
2023-05-11T17:17+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272195904_0:131:2048:1284_1920x0_80_0_0_53f214c771b443178327d432fdfe0f3b.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცნენ, საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებენ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმების თემის კომენტარისას.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენას მხოლოდ ის ავიაკომპანიები შეძლებენ, რომლებიც არ არიან სანქცირებული.მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არც აქამდე გაჩენილა და არც ახლა არსებობს.„არ არსებობს კითხვები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა საქართველოს დახმარებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.ვინ შეძლებს რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულებას - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება>>>რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272195904_0:71:2048:1608_1920x0_80_0_0_7905afb4b02115b2abf367d0cdff09d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რომელი სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ რუსეთიდან საქართველოში ოპერირებას? - განმარტება
14:21 11.05.2023 (განახლებულია: 17:17 11.05.2023) საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცნენ, საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებენ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმების თემის კომენტარისას.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენას მხოლოდ ის ავიაკომპანიები შეძლებენ, რომლებიც არ არიან სანქცირებული.
„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება – როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან (პირდაპირი ფრენების) მიმართებით. რაც შეეხება კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით შეშფოთებას, მე განვმარტე, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ ექსპორტ-იმპორტის კონტროლს დაქვემდებარებული მანქანები ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას და ფუნქციონირებას", – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არც აქამდე გაჩენილა და არც ახლა არსებობს.
„არ არსებობს კითხვები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა საქართველოს დახმარებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.