https://sputnik-georgia.com/20230511/saqartvelos-saelchi-israelshi-tanamemamuleebs-aprtxilebs-277569153.html
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში საომარი ოპერაციის დაწყების თაობაზე აფრთხილებს და... 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T12:21+0400
2023-05-11T12:21+0400
2023-05-11T16:39+0400
საქართველო
ისრაელი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266370741_0:102:3279:1946_1920x0_80_0_0_bf4f3b62aa2679dddb833194ea2000b1.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში საომარი ოპერაციის დაწყების თაობაზე აფრთხილებს და მოუწოდებს, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში უსაფრთხოების წესები დაიცვან.9 მაისის ღამეს ისრაელმა ღაზის სექტორში „ისლამური ჯიჰადის" მებრძოლებისა და მისი გასამხედროებული ინფრასტრუქტურის ლიკვიდაციის მიზნით სამხედრო ოპერაცია „ფარი და ისარი“ დაიწყო. ლიკვიდირებულია რადიკალური დაჯგუფების სამი მეთაური. საპასუხოდ „ისლამური ჯიჰადის" ბოევიკებმა ისრაელის სამხრეთ რეგიონის ქალაქების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ღაზის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალებია ჩართული.საქართველოს საელჩო თანამემამულეებს მოუწოდებს:უწყების განცხადებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელსა და სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში კი განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შესაძლებელია შენობის დატოვება.„დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას", – ნათქვამია განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400 რაკეტა გაუშვეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩავარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266370741_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_e3d9f88f7a5f79a7c1ac2775551f99ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , შემთხვევები, ახალი ამბები
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
12:21 11.05.2023 (განახლებულია: 16:39 11.05.2023) თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში საომარი ოპერაციის დაწყების თაობაზე აფრთხილებს და მოუწოდებს, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში უსაფრთხოების წესები დაიცვან.
9 მაისის ღამეს ისრაელმა ღაზის სექტორში „ისლამური ჯიჰადის" მებრძოლებისა და მისი გასამხედროებული ინფრასტრუქტურის ლიკვიდაციის მიზნით სამხედრო ოპერაცია „ფარი და ისარი“ დაიწყო. ლიკვიდირებულია რადიკალური დაჯგუფების სამი მეთაური. საპასუხოდ „ისლამური ჯიჰადის" ბოევიკებმა ისრაელის სამხრეთ რეგიონის ქალაქების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ღაზის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალებია ჩართული.
საქართველოს საელჩო თანამემამულეებს მოუწოდებს:
იმ შემთხვევაში, თუ განგაშის სიგნალი იმ მომენტში ჩაირთვება, როდესაც შენობაში იმყოფებით, უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
თუ ავტომობილში იმყოფებით, გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენთან ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.
უწყების განცხადებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელსა და სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში კი განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შესაძლებელია შენობის დატოვება.
„დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას", – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400 რაკეტა გაუშვეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩავარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.