https://sputnik-georgia.com/20230511/nana-koncelidze-277585703.html
ბამბუკი - გემრიელი, ნაკლებად კალორიული და სასარგებლო პროდუქტი
ბამბუკი - გემრიელი, ნაკლებად კალორიული და სასარგებლო პროდუქტი
Sputnik საქართველო
ბოლო დროს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კულინარიის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ეგზოტიკური გემოს მოყვარულები ახალ საშუალებებსა და გზებს... 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T17:47+0400
2023-05-11T17:47+0400
2023-05-11T21:22+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24527/02/245270288_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_ebe4c6e045a2c2335a5b3f86299fcccf.jpg
ბამბუკი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს. სხვათა შორის, ბამბუკის ახალგაზრდა ამონაზარდები მსოფლიოს ყველაზე სასარგებლო და პოპულარულ პროდუქტთა ხუთეულშია შესული. ამ თემაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატორი ნანა კონცელიძე გვესაუბრა.– ქალბატონო ნანა, რამდენი სახის კერძი მზადდება ბამბუკისგან?– რამდენიმე წლის წინ ბამბუკისგან დამზადებული 33 დასახელების სხვადასხვა კერძი წარმოვადგინეთ. ეს იყო სხვადასხვა სალათა, შეკაზმული ფხალი, ღვეზელი და ა.შ. ამ პროდუქტით ჩვენ დავაინტერესეთ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაგან მინდა გამოვყო ქობულეთის კულინარიული ტექნიკუმი „ახალი ტალღა“. ის განსაკუთრებულად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ მას ვაწვდით ნედლეულს და ვასწავლით როგორ უნდა დამუშავდეს. ბამბუკს სპეციფიკური დამუშავება სჭირდება. ამის მერე თავისებურად კაზმავენ. ამ ტექნიკუმმა შარშანდელ გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებული ტოლმაც კი შესთავაზა მომხმარებელს.– პირველად როდის ჩაატარეთ ბამბუკის გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?– ბამბუკის გამოფენა პირველად 2015 წლის აპრილის თვეში ჩავატარეთ, მაშინ, როცა ბამბუკის ის სახეობები იზრდება, რომელსაც საკვებად ვიყენებთ. ესაა მოსოსა და მადაკეს სახის ბამბუკები, რომელიც აპრილში იწყებს ზრდას. ამ დროს გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ბამბუკის დაგემოვნების საშუალება აქვთ. სხვათა შორის, ის გემოთი არანაკლებია, ვიდრე ხორცისგან დამზადებული ტოლმა. პირადად მე ბამბუკის მურაბა მიყვარს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ჩემი საავტოროა, მერე კიდევ ყავასთან ბამბუკის ცუკატები ძალიან გემრიელია.– საკვებად რომელი ჯიშის ბამბუკი არ გამოიყენება?– აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელი ბამბუკი გამოიყენება საკვებად. არის ბამბუკები, რომლის ჭამა ეგრევე შეიძლება, ანუ ისინი შესაძლებელია, რომ მოვტეხოთ და ისე მივირთვათ. მოსო და მადაკე კი ხარშვის დროს თავღია ქვაბში უნდა მოვათავსოთ და წყალი ორ-სამჯერ გამოვუცვალოთ. ამის შემდეგ გამოიყენება საკვებად. ბამბუკის სახეობა, რომელსაც ჰქვია არუნდინარია, შხამიანია და მისი გამოყენება საკვებად არ შეიძლება. ამ შხამიან ნივთიერებებს ის თერმული დამუშავების შემდეგაც არ კარგავს.– ჩვენში თუ არის საჭირო რაოდენობის ბამბუკი, რომელსაც მომხმარებელს მიაწვდით?– მართალია, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვაქვს ბამბუკის რამდენიმე პლანტაცია, მაგრამ იქ ბამბუკის მოჭრა არ შეიძლება, აკრძალულია. ეს მარცვლოვანი კულტურა 10-20 მეტრამდე იზრდება. ის სწრაფად მრავლდება და იპყრობს ახალ სივრცეებს. წლების მანძილზე ბამბუკის ძვირფას ნედლეულს ახალი ამონაყარის სახით ჩვენი მებაღეები ამტვრევდნენ და ადგილზე ყრიდნენ. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ავსტრალიის და ჰიმალაის ფლორისტულ განყოფილებებში ბამბუკი ისე შემოიჭრა, ევკალიპტებიც კი გაახმო.– საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა ბამბუკი ჯანმრთელობისთვის?– ბამბუკი ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიულია და ძალიან სასარგებლოა, რადგან ორგანიზმისთვის აუცილებელ უჯრედისს შეიცავს. ეს კი კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვისაა კარგი. ბამბუკის საკვებად ხშირად გამოყენება ხელს უწყობს სახსრებს შორის სითხის აღდგენას. ამ ტიპის დაავადებები გავრცელებულია საქართველოში, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ბამბუკის გემრიელი და სასარგებლო კერძები ქართულ სამზარეულოში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24527/02/245270288_121:0:1929:1356_1920x0_80_0_0_df581349241cffac0160d3ae2528afc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ბამბუკი - გემრიელი, ნაკლებად კალორიული და სასარგებლო პროდუქტი
17:47 11.05.2023 (განახლებულია: 21:22 11.05.2023) ბოლო დროს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კულინარიის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ეგზოტიკური გემოს მოყვარულები ახალ საშუალებებსა და გზებს ეძებენ. ერთ-ერთი მათგანია ბამბუკი, რომელსაც კვების პროდუქტად იყენებენ.
ბამბუკი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს. სხვათა შორის, ბამბუკის ახალგაზრდა ამონაზარდები მსოფლიოს ყველაზე სასარგებლო და პოპულარულ პროდუქტთა ხუთეულშია შესული. ამ თემაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატორი ნანა კონცელიძე გვესაუბრა.
– ქალბატონო ნანა, რამდენი სახის კერძი მზადდება ბამბუკისგან?
– რამდენიმე წლის წინ ბამბუკისგან დამზადებული 33 დასახელების სხვადასხვა კერძი წარმოვადგინეთ. ეს იყო სხვადასხვა სალათა, შეკაზმული ფხალი, ღვეზელი და ა.შ. ამ პროდუქტით ჩვენ დავაინტერესეთ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაგან მინდა გამოვყო ქობულეთის კულინარიული ტექნიკუმი „ახალი ტალღა“. ის განსაკუთრებულად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ მას ვაწვდით ნედლეულს და ვასწავლით როგორ უნდა დამუშავდეს. ბამბუკს სპეციფიკური დამუშავება სჭირდება. ამის მერე თავისებურად კაზმავენ. ამ ტექნიკუმმა შარშანდელ გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებული ტოლმაც კი შესთავაზა მომხმარებელს.
– პირველად როდის ჩაატარეთ ბამბუკის გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?
– ბამბუკის გამოფენა პირველად 2015 წლის აპრილის თვეში ჩავატარეთ, მაშინ, როცა ბამბუკის ის სახეობები იზრდება, რომელსაც საკვებად ვიყენებთ. ესაა მოსოსა და მადაკეს სახის ბამბუკები, რომელიც აპრილში იწყებს ზრდას. ამ დროს გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ბამბუკის დაგემოვნების საშუალება აქვთ. სხვათა შორის, ის გემოთი არანაკლებია, ვიდრე ხორცისგან დამზადებული ტოლმა. პირადად მე ბამბუკის მურაბა მიყვარს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ჩემი საავტოროა, მერე კიდევ ყავასთან ბამბუკის ცუკატები ძალიან გემრიელია.
– საკვებად რომელი ჯიშის ბამბუკი არ გამოიყენება?
– აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელი ბამბუკი გამოიყენება საკვებად. არის ბამბუკები, რომლის ჭამა ეგრევე შეიძლება, ანუ ისინი შესაძლებელია, რომ მოვტეხოთ და ისე მივირთვათ. მოსო და მადაკე კი ხარშვის დროს თავღია ქვაბში უნდა მოვათავსოთ და წყალი ორ-სამჯერ გამოვუცვალოთ. ამის შემდეგ გამოიყენება საკვებად. ბამბუკის სახეობა, რომელსაც ჰქვია არუნდინარია, შხამიანია და მისი გამოყენება საკვებად არ შეიძლება. ამ შხამიან ნივთიერებებს ის თერმული დამუშავების შემდეგაც არ კარგავს.
– ჩვენში თუ არის საჭირო რაოდენობის ბამბუკი, რომელსაც მომხმარებელს მიაწვდით?
– მართალია, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვაქვს ბამბუკის რამდენიმე პლანტაცია, მაგრამ იქ ბამბუკის მოჭრა არ შეიძლება, აკრძალულია. ეს მარცვლოვანი კულტურა 10-20 მეტრამდე იზრდება. ის სწრაფად მრავლდება და იპყრობს ახალ სივრცეებს. წლების მანძილზე ბამბუკის ძვირფას ნედლეულს ახალი ამონაყარის სახით ჩვენი მებაღეები ამტვრევდნენ და ადგილზე ყრიდნენ. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ავსტრალიის და ჰიმალაის ფლორისტულ განყოფილებებში ბამბუკი ისე შემოიჭრა, ევკალიპტებიც კი გაახმო.
– საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა ბამბუკი ჯანმრთელობისთვის?
– ბამბუკი ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიულია და ძალიან სასარგებლოა, რადგან ორგანიზმისთვის აუცილებელ უჯრედისს შეიცავს. ეს კი კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვისაა კარგი. ბამბუკის საკვებად ხშირად გამოყენება ხელს უწყობს სახსრებს შორის სითხის აღდგენას. ამ ტიპის დაავადებები გავრცელებულია საქართველოში, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ბამბუკის გემრიელი და სასარგებლო კერძები ქართულ სამზარეულოში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს.