https://sputnik-georgia.com/20230511/germaniamltolvilta-sawiroebebze-damatebit-erti-miliardi-evro-gamoyo-277567820.html
გერმანიამ ლტოლვილთა დასახმარებლად დამატებით 1 მლრდ ევრო გამოყო
გერმანიამ ლტოლვილთა დასახმარებლად დამატებით 1 მლრდ ევრო გამოყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. წელს გერმანიის ფედერალურ მიწებს ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოეყოფა ლტოლვილების მიღებასთან, განსახლებასა და მოვლასთან... 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T10:38+0400
2023-05-11T10:38+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259794739_19:10:1582:889_1920x0_80_0_0_164834f9d356f4291e60a4080dde174c.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. წელს გერმანიის ფედერალურ მიწებს ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოეყოფა ლტოლვილების მიღებასთან, განსახლებასა და მოვლასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, იუწყება გერმანული მასმედია კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობისა და ფედერალური მიწების მთავრობებმა მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.აღინიშნება, რომ მანამდე, წელს ბერლინმა მიწების მთავრობებს ამ მიზნებისთვის 2,75 მილიარდი ევრო გადასცა, რითაც ლტოლვილებზე გაღებული ხარჯების რაოდენობამ საერთო ჯამში 16 მილიარდ ევროს მიაღწია.როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, მიწებისთვის გამოყოფილი 1 მლრდ ევრო უპირველესად იმ უწყებების გაციფრულებას უნდა მოხმარდეს, რომლებიც უცხოელთა საქმეებზე მუშაობენ.მიღებული გადაწყვეტილებით ზოგი ფედერალური მიწის ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან „ეს ერთი მილიარდი ევრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს“.გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალური უწყების ცნობით, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში თავშესაფრის მძებნელთაგან 101.981 თხოვნა აქვთ მიღებული, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.ამასთან ოფიციალურ სტატისტიკაში გათვალისწინებული არ არიან უკრაინიდან ლტოლვილები, რომლებსაც უფლება აქვთ, არ წარადგინონ განაცხადები. გერმანიის ხელისუფლებამ ეს ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად გააკეთა.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259794739_0:0:2100:1575_1920x0_80_0_0_ce31d8d4aeb93d4aa7d44dd44abc2e5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. წელს გერმანიის ფედერალურ მიწებს ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოეყოფა ლტოლვილების მიღებასთან, განსახლებასა და მოვლასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, იუწყება გერმანული მასმედია კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობისა და ფედერალური მიწების მთავრობებმა მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღინიშნება, რომ მანამდე, წელს ბერლინმა მიწების მთავრობებს ამ მიზნებისთვის 2,75 მილიარდი ევრო გადასცა, რითაც ლტოლვილებზე გაღებული ხარჯების რაოდენობამ საერთო ჯამში 16 მილიარდ ევროს მიაღწია.
როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, მიწებისთვის გამოყოფილი 1 მლრდ ევრო უპირველესად იმ უწყებების გაციფრულებას უნდა მოხმარდეს, რომლებიც უცხოელთა საქმეებზე მუშაობენ.
მიღებული გადაწყვეტილებით ზოგი ფედერალური მიწის ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან „ეს ერთი მილიარდი ევრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს“.
„ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსების ერთი მილიარდი ევროთი გაზრდა აბსოლუტურად არასაკმარისია და არანაირად არ შეესაბამება ადგილებზე არსებულ დაძაბულ სიტუაციას“, — განაცხადეს ბავარიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის წარმომადგენლებმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალური უწყების ცნობით, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში თავშესაფრის მძებნელთაგან 101.981 თხოვნა აქვთ მიღებული, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.
ამასთან ოფიციალურ სტატისტიკაში გათვალისწინებული არ არიან უკრაინიდან ლტოლვილები, რომლებსაც უფლება აქვთ, არ წარადგინონ განაცხადები. გერმანიის ხელისუფლებამ ეს ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად გააკეთა.