ხახვის ნახარში არაერთი დაავადების სამკურნალოდ: მომზადებისა და მიღების წესი

© Pixabay / _Alicja_ხახვი
ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ცნობილია, რომ ხახვს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამიტომაც გამოიყენება არა მარტო კერძების შესაზავებლად და გემოს მისაცემად, არამედ სამკურნალოდაც, წერს გამოცემა Haber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემის ექსპერტები ამბობენ, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ბოსტნეული, რომელიც სხვადასხვა სახით, მათ შორის, ნახარშის სახითაც შეიძლება მიიღოთ, ლამის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა კანისა და თმის დაავადებები, ანთებები, საკვერცხეების დისფუნქცია თუ დიაბეტი და სხვა მრავალი.
მათი თქმით, ხახვის ნახარში:
აღკვეთს შარდსადენი გზების ინფექციებს;
ხელს უწყობს ჭრილობების მალე შეხორცებასა და სისხლჩაქცევების გაწოვას;
აღკვეთს ნაწლავებში ჭიებისა და ბაქტერიების პრობლემას;
არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის კიბოს განვითარებას;
აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს გრიპებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისგან;
ეხმარება ყურის ტკივილის მკურნალობას;
ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზაციას და ამასთან კარგი საშუალებაა ნაწლავებში აშლილობისას;
ამაგრებს ძვლებს და ეხმარება სახსრების მკურნალობას;
არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
ამცირებს თმის ცვენას და სიჯანსაღეს სძენს მას;
აგვარებს კანის ნებისმიერ პრობლემას, აქრობს აკნესა და გამონაყარს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ზოგი ონკოლოგიური დაავადებისას;
ზრდის ფერტილურობას;
ეხმარება ენდომეტრიოზის მკურნალობას.
წითელი ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
რატომ უნდა ჭამოთ წითელი ხახვი ყოველდღე: სარგებელი და სპეციალური რეცეპტი

ხახვის ნაყენის მომზადებისა და მიღების წესი

იმისთვის, რომ ხახვით მკურნალობამ მართლაც მოგცეთ შედეგი, საჭიროა ის ყოველდღე მიირთვათ 15 დღის განმავლობაში — ოღონდ აუცილებლად ახლად მოხარშული.
ნახარში შეგიძლიათ მოამზადოთ ყვითელი ხახვისგან — არ არის საჭირო იისფერი ან წითელი ხახვისთვის უპირატესობის მინიჭება.
ამისათვის: აადუღეთ ორი ჭიქა წყალი, ჩაყარეთ შიგ გაუფცქვნელი (კარგად გარეცხილი) და ოთხ-ოთხად დაჭრილი ორი თავი ხახვი და მოხარშეთ.
დალიეთ სადილისა და ვახშმის წინ — თითო ჭიქა.
დაიმახსოვრეთ: ხახვის ნახარშით მკურნალობა არ შეიძლება ჯამში ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Haber
ყველა ახალი ამბავი
0