რატომ უნდა ჭამოთ წითელი ხახვი ყოველდღე: სარგებელი და სპეციალური რეცეპტი

© Pixabay / pasja1000წითელი ხახვი
წითელი ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. წითელ ხახვს ისეთი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, რაზეც შესაძლოა წარმოდგენაც არ გქონდეთ, წერს პორტალი Aljamila სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, წითელი ხახვი შეიცავს: ფლავონიდებს, პოლისაქარიდებს, სტეროიდებს, საპონინებს, ალანინებს, ანტოციანებს, A, B და C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, გოგირდს, ქრომსა და რკინას.
ესოდენ მდიდარი შემადგენლობის წყალობით წითელი ხახვი უფრო მძლავრ ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, ვიდრე ღია ფერის სახეობები.
არ გამოტოვოთ: წითელი, თეთრი თუ ყვითელი - რომელი ხახვი სჯობს და რატომ?
როგორც სპეციალისტები ამბობენ, დღეში 100 გრამი ცოცხალი წითელი ხახვის, ან ერთი ჭიქა ფაფის მიღებით არაერთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.
მათი თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ წითელი ხახვი:
ხელს უწყობს წონაში კლებას — კვერცეტინის წყალობით, რომელიც წელის გარშემოწერილობასაც ამცირებს და ქოლესტერინის დონესაც;
ამაღლებს ფერტილურობას — წითელი ხახვი მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით იცავს სპერმატოზოიდებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ზრდის მათი სიცოცხლისა და მოძრაობის უნარს. გარდა ამისა, ხახვის წვენი მამაკაცებში ტესტოსტერონის გამომუშავებასაც ასტიმულირებს;
აღკვეთს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს — სიმსუქნე ინსულტისა და ჰიპერტონიის ძირითადი მიზეზია. წითელი ხახვი კი ხელს უწყობს ჭარბი წონით გამოწვეული ანთებითი მარკერების შემცირებას, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ის ხელს უშლის არტერიების გამკვრივებას, აღკვეთს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის დონეს;
კურნავს თვალის ინფექციებს — წითელი ხახვი დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე და ეხმარება გავრცელებული ინფექციების — ბლეფარიტისა და კონიუნქტივიტის მკურნალობაში;
ასტიმულირებს თმის ხელახლა ამოსვლას — დადასტურებულია, რომ წითელი ხახვი ეფექტურია კეროვანი ალოპეციის სამკურნალოდ. რეკომენდებულია ხახვის ფაფის (ან წვენის) თმის ძირებში შეზელვა დღეში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პირველი შედეგი უკვე ორ კვირაში იქნება შესამჩნევი;
ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს ქალებში — მენოპაუზის შემდგომი ოსტეოპოროზისთვის ძვლის სტრუქტურების მინერალური სიმკვრივის დაქვეითებაა დამახასიათებელი. წითელი ხახვის ფაფა კი ეხმარება ძვლის მინერალური სიმკვრივის აღდგენას, თუ მას რვა კვირის განმავლობაში ყოველდღე მიიღებთ 100-100 მილიგრამის ოდენობით. გარდა ამისა, ხახვის ფაფა ეხმარება ძვლებთან დაკავშირებული სხვა მრავალი დაავადების მკურნალობასაც;
ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას — კვერცეტინისა და სხვა ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო წითელ ხახვს ჰიპოგლიკემიური თვისებები აქვს. მეორე ტიპის დიაბეტის მქონეებს, თუ წითელი ხახვის ფაფას უზმოზე მიიღებენ, სისხლში გლუკოზის დონე 50%-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, წითელ ხახვს აქვს პანკრეასის β-უჯრედების რეგენერაციის უნარი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსულინის გამომუშავებაზე. მათი დაზიანება I ტიპის დიაბეტის განვითარებას იწვევს;
კურნავს გაციებასა და ხველას — წითელი ხახვის და თაფლის ნარევი ეფექტური საშუალებაა რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტისა და ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ მოვამზადოთ წითელი ხახვის ფაფა

ამისათვის დაგჭირდებათ:
ხახვი — დაახლოებით 100 გრამი (ანუ 2 საშუალო ზომის თავი);
თაფლი — 1 ან 2 სუფრის კოვზი;
წყალი.
მომზადების წესი
გაფცქვნილი და გარეცხილი ხახვი დაჭერით მომცრო ნაჭრებად.
ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცოტა წყალი და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მიღებული ნარევი ჩაასხით ჭიქაში და დაამატეთ თაფლი.
სულ ესაა, სამკურნალო ნარევი მზადაა.

დაიმახსოვრეთ:

სასარგებლო ნივთიერებების ძირითადი ნაწილი წითელი ხახვის ზედა ფენებშია დაგროვილი. ამიტომ გაფცქვნისას შეეცადეთ, რომ მხოლოდ ფოჩები მოაცილოთ.
არ გადააჭარბოთ ნორმას — დღეში მხოლოდ 100 გრამი ხახვის ნარევის მიღება დაიშვება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში მეტ წითელ ხახვს არ მიირთმევთ (ვთქვათ, სალათებში).
წითელი ხახვი უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე — ნაჭრის ტოპრაკში, მუყაოს კოლოფში, კალათსა თუ ბადეში. სასურველია, რომ ჰაერის ტენიანობა 50–70% იყოს.

ხახვის უკუჩვენებები

ხახვის მიღება არ შეიძლება ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების შემთხვევაში.
უმ ხახვში დიდი რაოდენობით შედის გამღიზიანებელი ნივთიერებები, რაც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და დისკომფორტს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამიტომ უმი ხახვი რეკომენდებული არ არის გასტრიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთათვის.
უკუჩვენებები აქვს მოშუშულ (მოხარშულ) ხახვსაც. მისი ჭამის შემდეგ ნაწლავებსა და კუჭში გამოიყოფა აირები, რაც შებერილობასა და ტკივილს იწვევს. ამიტომ ეს ბოსტნეული არ უნდა მიირთვან ადამიანებმა, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ოპერაცია აქვთ გაკეთებული.
გარდა ამისა, ხახვზე უარი უნდა თქვან მათაც, ვისაც ალერგია ან კანის ქავილი აწუხებს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Aljamila
ყველა ახალი ამბავი
0