https://sputnik-georgia.com/20230510/ukraina-saqartvelosi-gulagis-semqmnelstavis-qveyanasi-martlmsajulebas-andobs-277533899.html
უკრაინა საქართველოში გულაგის შემქმნელს მართლმსაჯულებას ანდობს - პაპუაშვილი
უკრაინა საქართველოში გულაგის შემქმნელს მართლმსაჯულებას ანდობს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩეველია. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T15:18+0400
2023-05-10T15:18+0400
2023-05-11T14:45+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_0:157:1920:1237_1920x0_80_0_0_d1243e51b4931f361925a66e99b43573.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს გადმოსცენ სამშობლოში მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ხელისუფლებამ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კურირება ჩააბარა, რაც ცინიზმია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ბევრ ყოფილ წარმომადგენელს ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია. ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, გიორგი ლორთქიფანიძე – უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში სასჯელს იხდის, ჯერ კიდევ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე სააკაშვილს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარა. „სწორედ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ გეგმის და ის დღემდე თანამდებობაზე იმყოფება", – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობა რომ დაინახოს, მათ საქართველოს ადეიშვილი და ლორთქიფანიძე უნდა გადმოსცენ. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სხვა თემებზე დალაპარაკება, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკეთა კომენტარი უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებაზე. „რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემა ისაა, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციას ვხედავთ, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულ ერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა", – განაცხადა პაპუაშვილმა. არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა>>უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია ჩაუდგება სათავეში. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_14:142:1531:1280_1920x0_80_0_0_54707227004d7dec2d4884288afd103d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინა
უკრაინა საქართველოში გულაგის შემქმნელს მართლმსაჯულებას ანდობს - პაპუაშვილი
15:18 10.05.2023 (განახლებულია: 14:45 11.05.2023) საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩეველია.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს გადმოსცენ სამშობლოში მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ხელისუფლებამ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კურირება ჩააბარა, რაც ცინიზმია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ბევრ ყოფილ წარმომადგენელს ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია. ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, გიორგი ლორთქიფანიძე – უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში სასჯელს იხდის, ჯერ კიდევ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე სააკაშვილს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარა.
„სწორედ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ გეგმის და ის დღემდე თანამდებობაზე იმყოფება", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობა რომ დაინახოს, მათ საქართველოს ადეიშვილი და ლორთქიფანიძე უნდა გადმოსცენ. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სხვა თემებზე დალაპარაკება, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და კურირებს მართლმსაჯულების რეფორმებს და ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი, ნაცვლად იმისა, რომ ის ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში", – განაცხადა პაპუაშვილმა.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკეთა კომენტარი უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებაზე.
„რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემა ისაა, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციას ვხედავთ, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულ ერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია ჩაუდგება სათავეში. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს.
ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.