https://sputnik-georgia.com/20230508/--------277450286.html
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა
Sputnik საქართველო
დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. 08.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-08T17:36+0400
2023-05-08T17:36+0400
2023-05-08T21:48+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა.უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია ჩაუდგება სათავეში. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.თალაკვაძის თქმით, „სამწუხაროა და სევდიანია“, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსი, მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის.„საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ თავისუფლებისთვის ბრძოლას და დავით არახამიას ვერანაირი განცხადება ამას ვერ შეცვლის", – აღნიშნა თალაკვაძემ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველო ერთიანია, საზოგადოება და ხელისუფლება ერთად აკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახში შევიდეს.მისი თქმით, არახამიას განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს არის ეს ადამიანი იმ პრობლემებისგან, რეალური ინტერესებისგან, რაც უკრაინელ ხალხს აქვს.დავით არახამიამ თავის ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ აპირებდა თბილისში ქართველი არტისტ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე დასწრებას, მაგრამ ამერიკელებმა გააფრთხილეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას შეიძლება პრობლემები შექმნოდა, რაც დიდ სკანდალს გამოიწვევდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა
17:36 08.05.2023 (განახლებულია: 21:48 08.05.2023) დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია ჩაუდგება სათავეში. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.
თალაკვაძის თქმით, „სამწუხაროა და სევდიანია“, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსი, მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ თავისუფლებისთვის ბრძოლას და დავით არახამიას ვერანაირი განცხადება ამას ვერ შეცვლის", – აღნიშნა თალაკვაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველო ერთიანია, საზოგადოება და ხელისუფლება ერთად აკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახში შევიდეს.
„საქართველო ერთიანია, საზოგადოება, ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ – დავიცვათ ჩვენი სამყარო, ტრადიციები, კულტურა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, არახამიას განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს არის ეს ადამიანი იმ პრობლემებისგან, რეალური ინტერესებისგან, რაც უკრაინელ ხალხს აქვს.
დავით არახამიამ თავის ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ აპირებდა თბილისში ქართველი არტისტ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე დასწრებას, მაგრამ ამერიკელებმა გააფრთხილეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას შეიძლება პრობლემები შექმნოდა, რაც დიდ სკანდალს გამოიწვევდა.