https://sputnik-georgia.com/20230510/kvrivishvili-prenebis-agdgena-saqartvelos-moqalaqeebis-ketildgeobas-emsaxureba-277553605.html
ქვრივიშვილი: რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება
ქვრივიშვილი: რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ ფრენა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებზე აისახებოდა. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T19:21+0400
2023-05-10T19:21+0400
2023-05-10T22:42+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4cbcb8fb387b3939440005e946188df5.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ ფრენა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებზე აისახებოდა.როგორც მან აღნიშნა, რუსეთში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და ნათესავებთან.ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა. მისი თქმით, საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრით ყოველთვიურად ათასობით ავტომობილი გადაადგილდება.საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიერ ვიზების გაუქმებას მიესალმება - პოლიტოლოგი>>>პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_199:182:2090:1600_1920x0_80_0_0_f64441a84356c4bc4e57ca9dc99dac36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება
19:21 10.05.2023 (განახლებულია: 22:42 10.05.2023) მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ ფრენა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებზე აისახებოდა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ ფრენა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებზე აისახებოდა.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და ნათესავებთან.
ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა. მისი თქმით, საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრით ყოველთვიურად ათასობით ავტომობილი გადაადგილდება.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.