https://sputnik-georgia.com/20230510/erovnulma-bankma-monetaruli-politika-searbila-277551474.html
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა
Sputnik საქართველო
რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად შემცირდა. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T18:23+0400
2023-05-10T18:23+0400
2023-05-10T22:30+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_0be70c7d00f138e15b39f5787aab5e17.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის კლებას დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.„ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნავს მარეგულირებელი.მარეგულირებელმა ამავე დროს ადგილობრივი ინფლაციის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.ინფლაციის დონე საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა - სტატისტიკური მონაცემები>>„სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_05ae0375a032b9e4f1395382089cf7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა
18:23 10.05.2023 (განახლებულია: 22:30 10.05.2023) რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად შემცირდა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.
„საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2,7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4,7 პროცენტამდე შემცირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის კლებას დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
„ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს“, –
აღნიშნავს მარეგულირებელი.
მარეგულირებელმა ამავე დროს ადგილობრივი ინფლაციის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.
„სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
„ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს“, – წერია ინფორმაციაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.