პაპუაშვილი: ქართულ პოლიტიკაში ფული ყალბი არასამთავრობოების მეშვეობით შემოდის

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პარტიული შემოწირულობების მიღება უცხოური წყაროდან. ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს „გირჩი - მეტი თავისუფლებას", „დროას" და „ევროპულ საქართველოს" აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს იღებენ და პარტიების დასაფინანსებლად იყენებენ.
„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში... ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია IRI-მ გაასაჯაროოს ე.წ. ენჯეოს დაფინანსების მოცულობა, რომელიც პაპუაშვილის თქმით, პარტია „გირჩის“ გაგრძელებაა. გარდა ამისა, სპიკერი ინტერესდება რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს მას IRI და რატომ ხდება ისე, რომ ამ ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა ხორციელდება.
7 მაისს ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ჯაფარიძის და მისი თანამოაზრეების მიერ უქმეებზე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ტრენინგების შესაძლო შინაარსი და მიზანი. ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა გადაიზარდოს პროტესტში ე.წ. თავისუფალი უქმეები და რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში ჯაფარიძემ.
„გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია>>>
გარდა ამისა, ღიაწყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან.
„როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შოკისმომგვრელია... ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის განმარტებით, სწორედ ეს საკითხი ჰქონდათ მხედველობაში, როდესაც საუბრობდნენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ, არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე, დასძინა მან.
„სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
7-9 მარტს, თბილისის ცენტრში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული ბოლო მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური ძალების განზრახვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხით უნდა დაინტერესდეს, გამოეხმაურა აუდიტის სამსახური.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს", - ნათქვამია განცხადებაში.
მონიტორინგი ასევე ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა შესაძლებელია აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0