https://sputnik-georgia.com/20230510/--------277558525.html
პაპუაშვილი: ქართულ მხარეს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნებოდა
პაპუაშვილი: ქართულ მხარეს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნებოდა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T20:43+0400
2023-05-10T20:43+0400
2023-05-10T22:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმება ოფიციალური მოსკოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და მასზე ქართული მხარე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.მისი თქმით, პირველი არის ის, რომ საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა სანქციებს გვერდი აუაროს. ამ დანაპირებს საქართველო პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს.„მეორე განაცხადია – საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან, რათა არ მოხდეს ურთიერთობების ესკალაცია, ვინაიდან საქართველო კვლავ არის რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გაზრდილი რისკის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.დარჩიაშვილი: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება მისასალმებელია>>>რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პაპუაშვილი: ქართულ მხარეს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნებოდა
20:43 10.05.2023 (განახლებულია: 22:55 10.05.2023) პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმება ოფიციალური მოსკოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და მასზე ქართული მხარე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
„ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც მხოლოდ რუსეთის საკითხია და ამაზე ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა. საქართველომ ორი რამ განაცხადა მკაფიოდ და ჩვენ ამ ორ განაცხადს კეთილსინდისიერად მივყვებით", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, პირველი არის ის, რომ საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა სანქციებს გვერდი აუაროს. ამ დანაპირებს საქართველო პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს.
„მეორე განაცხადია – საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან, რათა არ მოხდეს ურთიერთობების ესკალაცია, ვინაიდან საქართველო კვლავ არის რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გაზრდილი რისკის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.