საქართველოს ელჩები ევროკავშირის ქვეყნებში ბერლინში შეიკრიბებიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 10 მაისს გაიმართება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა, ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას, გარდა საქართველოს ელჩებისა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0