https://sputnik-georgia.com/20230509/qartulma-ocnebam-sesazloa-evropeli-socialistebis-partiastan-tanamsromlobas-gadaxedos-277510268.html
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ევროპელი სოციალისტების პარტიასთან თანამშრომლობას გადახედოს
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ევროპელი სოციალისტების პარტიასთან თანამშრომლობას გადახედოს
Sputnik საქართველო
განხეთქილების მიზეზი გახდა საქართველოს პრემიერის მონაწილეობა კონფერენციაში უნგრეთში, სადაც მან, მათ შორის, განაცხადა, რომ მიუღებელია ბავშვებს შორის ლგბტ... 09.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-09T18:43+0400
2023-05-09T18:43+0400
2023-05-09T21:57+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063392_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a818d8b5151462b5e9460517486b3f09.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკაზე პასუხად არ გამორიცხა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანამშრომლობის გადახედვა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიასთან, სადაც წევრი–დამკვირვებლის სახით არის წარმოდგენილი.ღარიბაშვილი „ევროპელმა სოციალისტებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ ღარიბაშვილის ქმედებებს მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ივნისში შეფასება მიეცემა „ქართული ოცნების“ სტატუსს პარტიაში.„ევროპელმა სოციალისტებმა“ შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას აქტიურ რეკლამას უწევდა, რომელიც კრებს „კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან“, და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ევროპის ნამდვილი დამცველი უწოდა.პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს>>თავის მხრივ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს არ უნდა საქართველოს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა იმის გამო, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მიერ დაფუძნებულ კონფერენციაში, რომელზეც სიტყვით გამოსულა ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის რონალდ რეიგანი, ასევე მისი განცხადებების გამო კონსერვატიული ღირებულებების შესახებ, ეს მათი ნებაა.„ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას“, – დაასკვნა პრემიერმა.ევროპელი სოციალისტების პარტია აერთიანებს ევროკავშირის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. მასში 32 სრულფასოვანი წევრი პარტიაა, 14 – ასოცირებული პარტია და 14 – დამკვირვებელი.ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტია“ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს წარმოადგენს.
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063392_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c51aee6eaeca1934a07b287943995dfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ევროპელი სოციალისტების პარტიასთან თანამშრომლობას გადახედოს
18:43 09.05.2023 (განახლებულია: 21:57 09.05.2023) განხეთქილების მიზეზი გახდა საქართველოს პრემიერის მონაწილეობა კონფერენციაში უნგრეთში, სადაც მან, მათ შორის, განაცხადა, რომ მიუღებელია ბავშვებს შორის ლგბტ პროპაგანდა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკაზე პასუხად არ გამორიცხა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანამშრომლობის გადახედვა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიასთან, სადაც წევრი–დამკვირვებლის სახით არის წარმოდგენილი.
ღარიბაშვილი „ევროპელმა სოციალისტებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ ღარიბაშვილის ქმედებებს მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ივნისში შეფასება მიეცემა „ქართული ოცნების“ სტატუსს პარტიაში.
„ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში, ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები ჩვენი პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე „სოციალისტები“ შეიკრიბებიან ივნისში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ევროპელმა სოციალისტებმა“ შეშფოთება
გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას აქტიურ რეკლამას უწევდა, რომელიც კრებს „კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან“, და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ევროპის ნამდვილი დამცველი უწოდა.
თავის მხრივ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს არ უნდა საქართველოს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა იმის გამო, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მიერ დაფუძნებულ კონფერენციაში, რომელზეც სიტყვით გამოსულა ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის რონალდ რეიგანი, ასევე მისი განცხადებების გამო კონსერვატიული ღირებულებების შესახებ, ეს მათი ნებაა.
„მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში, მიუღებელია ეს აღვირახსნილი აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას“, – დაასკვნა პრემიერმა.
ევროპელი სოციალისტების პარტია აერთიანებს ევროკავშირის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. მასში 32 სრულფასოვანი წევრი პარტიაა, 14 – ასოცირებული პარტია და 14 – დამკვირვებელი.
ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტია“ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს წარმოადგენს.