https://sputnik-georgia.com/20230509/premieri-opozicia-cdilobs-qol-centrebis-saqme-gadafaros-277508029.html
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ქოლ-ცენტრების სკანდალი გადაფაროს - ღარიბაშვილი
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ქოლ-ცენტრების სკანდალი გადაფაროს - ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საგამოძიებო სამსახურებთან და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს „ქოლ-ცენტრების“ საქმეს, განაცხადა პრემიერმა. 09.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-09T17:17+0400
2023-05-09T17:17+0400
2023-05-11T14:30+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179400_0:93:1280:814_1920x0_80_0_0_8ffbd8ded4c06f017e7ef68521296cd0.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, სხვა თემებით გადაფაროს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული სკანდალი, რომელმაც საქართველოს მეგობარი ევროპელი ქვეყნების პენსიონერებს მილიარდი ევრო მოპარა, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ დიდი ხანია ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის შესახებ ასევე განაცხადა ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.ამავე დროს, საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც გამოიძიებს საქმეს „ქოლ-ცენტრების“ შესახებ და აქვს თუ არა ამასთან კავშირი საქართველოს ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის განცხადებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ასეთი ქოლ-ცენტრები არსებობდეს და ხელისუფლება საქმის კურსში არ იყოს.პრემიერის თქმით, BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე კეზერაშვილმა თავად დაადასტურა, რომ ოლიგარქია და ქართულ ოპოზიციასა და მასმედიას აფინანსებს.„საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი, ასეთი საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.უპრინციპო, მატყუარა - „ოცნება“ დარწმუნებულია ვაშაძის კავშირში ქოლ-ცენტრებთან>>მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი.„მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს პროკურატურის მონაცემებისაუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი>>ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.ВВС-ს სკანდალური გამოძიებაბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.სპეცოპერაცია თბილისში: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ახალი დეტალები>>>გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.ვინ „კრიშავს" საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრებს? - გომელაური ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს>>BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179400_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_dbd087a6e54926e99902878b4fa54c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ქოლ-ცენტრების სკანდალი გადაფაროს - ღარიბაშვილი
17:17 09.05.2023 (განახლებულია: 14:30 11.05.2023) საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საგამოძიებო სამსახურებთან და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს „ქოლ-ცენტრების“ საქმეს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, სხვა თემებით გადაფაროს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული სკანდალი, რომელმაც საქართველოს მეგობარი ევროპელი ქვეყნების პენსიონერებს მილიარდი ევრო მოპარა, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ დიდი ხანია ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის შესახებ ასევე განაცხადა ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
ამავე დროს, საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც გამოიძიებს საქმეს „ქოლ-ცენტრების“ შესახებ და აქვს თუ არა ამასთან კავშირი საქართველოს ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის განცხადებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ასეთი ქოლ-ცენტრები არსებობდეს და ხელისუფლება საქმის კურსში არ იყოს.
„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რამენაირად (გადაფარონ) ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, მე ასე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და „ბიბისის” მიერ იქნა გამოძიებული. მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი ევრო იქნა მოპარული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე კეზერაშვილმა თავად დაადასტურა, რომ ოლიგარქია და ქართულ ოპოზიციასა და მასმედიას აფინანსებს.
„საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი, ასეთი საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.