https://sputnik-georgia.com/20230507/--------277422313.html
არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად მოსწავლეებმა გაავრცელეს. 07.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-07T13:50+0400
2023-05-07T13:50+0400
2023-05-07T13:50+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268015301_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_66125e3db34bddd95f4f49e0a7a49466.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გუშინ, 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. კადრებში ჩანს, თუ როგორ ავიწროებდა სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად.შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 1 მაისს დაიწყო - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.„მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268015301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_b158afb87b79931f444b6291101a60fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად მოსწავლეებმა გაავრცელეს.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გუშინ, 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. კადრებში ჩანს, თუ როგორ ავიწროებდა სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 1 მაისს დაიწყო - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.