https://sputnik-georgia.com/20230506/qartvelebis-legaluri-dasaqmeba-ucxoetshi-ramdeni-wavida-qeynidan-277404294.html
საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენმა დატოვა ქვეყანა
საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენმა დატოვა ქვეყანა
Sputnik საქართველო
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა გამო მიიღო. 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T17:42+0400
2023-05-06T17:42+0400
2023-05-06T17:42+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2022 წელს გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე საქართველოს 1.231 მოქალაქე გაემგზავრა, ნათქვამია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში.უწყების ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა 308 მოქალაქე, 2022 წელს – 1.231 მოქალაქე.გარდა ამისა, გრძელდება ისრაელში დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება. მათთვის შემუშავდა ხანდაზმულთა მოვლის ახალი კურსი, რომლის გავლის შემდეგაც ისრაელში სამუშაოდ გამგზავრებას საქართველოს ათასი მოქალაქე შეძლებს.სეზონურ სამუშაოებზე წასულმა ქართველებმა გერმანულ სასამართლოში საქმე მოიგეს>>>საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენმა დატოვა ქვეყანა
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა გამო მიიღო.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2022 წელს გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე საქართველოს 1.231 მოქალაქე გაემგზავრა, ნათქვამია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში.
2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარგარეთ ლეგალურად გამგზავრება სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. დასაქმებისთვის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ სპეციალურ ვეგვერდზე.
უწყების
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა 308 მოქალაქე, 2022 წელს – 1.231 მოქალაქე.
გარდა ამისა, გრძელდება ისრაელში დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება. მათთვის შემუშავდა ხანდაზმულთა მოვლის ახალი კურსი, რომლის გავლის შემდეგაც ისრაელში სამუშაოდ გამგზავრებას საქართველოს ათასი მოქალაქე შეძლებს.
საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.