https://sputnik-georgia.com/20230506/policiis-tanamsromels-tavdacvis-zomebis-gadamnetebasi-adanasauleben-277409667.html
სროლა გოგებაშვილზე: პოლიციის თანამშრომელს თავდაცვის ზომების გადამეტებაში ადანაშაულებენ
სროლა გოგებაშვილზე: პოლიციის თანამშრომელს თავდაცვის ზომების გადამეტებაში ადანაშაულებენ
Sputnik საქართველო
საუბარია ინცინდენტზე, რომელიც 4 მაისს თბილისის ცენტრში ორმხრივი სროლის დროს მოხდა. 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T21:09+0400
2023-05-06T21:09+0400
2023-05-06T21:27+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.საუბარია ინცინდენტზე, რომელიც თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან „ლა ვერასთან" 4 მაისის საღამოს ორმხრივი სროლის დროს მოხდა.მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა შეწყვიტა სროლა, დაჭრილის მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული „გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა თავდამსხმელის მიმართულებით.მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი. ადგილზე გარდაიცვალა.სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი დააკავეს>>ახლა პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.მედიის ცნობით, სროლის დროს დაიჭრა ბიზნესმენი, მეტსახელად „გიჩო“ – გივი მარგველაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო
სროლა გოგებაშვილზე: პოლიციის თანამშრომელს თავდაცვის ზომების გადამეტებაში ადანაშაულებენ
21:09 06.05.2023 (განახლებულია: 21:27 06.05.2023) საუბარია ინცინდენტზე, რომელიც 4 მაისს თბილისის ცენტრში ორმხრივი სროლის დროს მოხდა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია ინცინდენტზე, რომელიც თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან „ლა ვერასთან" 4 მაისის საღამოს ორმხრივი სროლის დროს მოხდა.
გამოძების ინფორმაციით, დაკავებული გოგებაშვილის ქუჩაზე დასაცავი პირის ნათესავთან ერთად იმყოფებოდა და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა შეწყვიტა სროლა, დაჭრილის მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული „გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა თავდამსხმელის მიმართულებით.
მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი. ადგილზე გარდაიცვალა.
ახლა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მედიის ცნობით, სროლის დროს დაიჭრა ბიზნესმენი, მეტსახელად „გიჩო“ – გივი მარგველაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრი იყო.