https://sputnik-georgia.com/20230506/amilaxari-skolebis-problemebs-swavlobs-277400956.html
განათლების მინისტრი სკოლების პრობლემებს სწავლობს
განათლების მინისტრი სკოლების პრობლემებს სწავლობს
Sputnik საქართველო
სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება. 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T14:42+0400
2023-05-06T14:42+0400
2023-05-06T14:42+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_cbfa8ecdb3ce1fef1451f8b2540a2593.jpg
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლების პრობლემების გაცნობას აგრძელებს - მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მინისტრმა 100-მდე მასწავლებელთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.მინისტრ ამილახვარის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე.ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.როგორც უწყებაში აცხადებენ, სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_235:196:1794:1365_1920x0_80_0_0_9a44647e67c297f90e2d68a0871aaf07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების მინისტრი სკოლების პრობლემებს სწავლობს
სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლების პრობლემების გაცნობას აგრძელებს - მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მინისტრმა 100-მდე მასწავლებელთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხებს, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრ ამილახვარის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე.
ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.