საქართველოს თავდაცვის უწყება თურქეთის აჯიბადემის ჰოსპიტალთან ითანამშროლებს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის აჯიბადემის საერთაშორისო ჰოსპიტალს (Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის უწყებაში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაურმა და აჯიბადემის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე რასიმ ტოპუზმა მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.
ყველა ახალი ამბავი
0