რატომ უნდა სვათ თხის რძე: სარგებელი, ზიანი და მიღების წესი

© Pixabay / Couleurრძე
რძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თხის რძე ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ძროხის რძეზე უფრო ჯანსაღად და სასარგებლოდ მიიჩნევა, თუმცა ის შესაძლოა ყველასთვის თანაბრად მარგებელი არ გამოდგეს, აცხადებენ ექიმები.

რა უნდა იცოდეთ თხის რძის შესახებ

თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჰიპოკრატე და ავიცენა მას ფილტვებისა და კუჭის პრობლემების მქონე პაციენტების სამკურნალოდ იყენებდნენ, ჩინეთში სუსტ ადამიანებს ასმევდნენ ძალების აღსადგენად, ხოლო ევროპაში ის რაქიტის სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა.
თხის რძე შეიცავს: А, С, Е, D და В-ჯგუფის ვიტამინებს, ასევე კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინასა და ფოსფორს.
100 გრამი თხის რძის კვებითი ღირებულება ასეთია:
კალორიულობა — 69 კკალ.
ცილები — 3,5 გრამი;
ნახშირწყლები — 4,5 გრამი;
ცხიმები — 4,1 გრამი.

სასარგებლო თვისებები

თხის რძეს ორგანიზმი იოლად ითვისებს, ვინაიდან, ძროხის რძესთან შედარებით:
ლაქტოზის რაოდენობა მასში 12%-ით უფრო ნაკლებია,
მისი ცხიმების მოლეკულები ბევრად უფრო მცირეა,
ცილებს განსხვავებული შემადგენლობა აქვს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, გარდა იმისა, რომ თხის რძე თავადაა იოლად ასათვისებელი პროდუქტი, იგი ასევე აძლიერებს ორგანიზმის უნარს, „შეიწოვოს“ უმნიშვნელოვანესი სასარგებლო ნივთიერებები სხვა პროდუქტებიდან.

რატომ უნდა სვათ თხის რძე

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას - თხის რძე მდიდარია პრებიოტიკული ნახშირწყლებით, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო ბიფიდობაქტერიების კვებას. ამ ნახშირწყლებს ოლიგოსაქარიდები ეწოდება. ეს იგივე ტიპის ნახშირწყლებია, რომლებიც დედის რძეში გვხვდება და ჯანსაღ მონელებაზეა პასუხისმგებელი.
ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას - თხის რძეში კალციუმისა და ფოსფორის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას. სასმელის რეგულარული მოხმარება ამცირებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკს. თხის რძეში შემავალი K ვიტამინი საკვანძო როლს ასრულებს კალციუმის მეტაბოლიზმში, რომელიც ძვლებისა და კბილების ძირითადი ამგები ნივთიერებაა.
ეხმარება წონის ნორმალიზებას - ცილების მაღალი შემცველობის გამო თხის რძე დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იგრძნოთ თავი მაძღრისად და თავიდან აიცილოთ ზედმეტი კვება. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი კი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და ორგანიზმს მათი შეწოვის საშუალებას არ აძლევს. ასე რომ, თხის რძე დადებითად მოქმედებს ადამიანის წონასა და აღნაგობაზე.

თხის რძის ზიანი

ექიმების თქმით, თხის რძის ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, ზოგიერთმა ადამიანმა ის უკიდურესი სიფრთხილით უნდა მიიღოს, ან საერთოდ უარი თქვას მასზე.
ეს პირველ რიგში მათ ეხება, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. მართალია, თხის რძეში პრაქტიკულად არ შედის ალფა-1S-კაზეინი, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, მაგრამ ის მაინც შეიცავს კაზეინს. ამიტომ ლაქტოზის აუტანლობის მქონეებმა იშვიათად უნდა მიირთვან იგი.
გარდა ამისა, თხის რძე არ არის რეკომენდებული:
პანკრეასის დაავადებებისას;
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს;
ვენების ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში;
თრომბოფლებიტის დროს.
ბოლო ორი დაავადების მქონეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თხის რძე სისხლის შედედების უნარს აძლიერებს.

როგორ და როდის დავლიოთ

როგორც გასტროენტეროლოგები ამბობენ, თხის რძის დალევა შეიძლება ყოველდღე, მაგრამ არაუმეტეს ერთი ჭიქისა დღეში.
ამასთან საუკეთესო დრო თხის რძის დასალევად არის:
დილა — საუზმემდე ერთი საათით ადრე, ანუ უზმოზე;
ან საღამო — ძილის წინ, ვახშმიდან ორი საათის შემდეგ.
შეათბეთ თხის რძე ოთახის ტემპერატურამდე, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით.
ყველა ახალი ამბავი
0