https://sputnik-georgia.com/20230505/prokuratura-ambasadorsi-cecxlis-gacenis-faqtze-dakavebuls-izulebiti-mkurnaloba-swirdeba-277383674.html
პროკურატურა: „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს იძულებითი მკურნალობა სჭირდება
პროკურატურა: „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს იძულებითი მკურნალობა სჭირდება
Sputnik საქართველო
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T19:24+0400
2023-05-05T19:24+0400
2023-05-05T22:35+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულ ანზორ ლომიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროს ფონზე ვერანდაზე დგას.გამოძიების მიხედვით, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.ხანძარი „ამბასადორში": სასტუმროს გადაწვაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს>>პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პროკურატურა: „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს იძულებითი მკურნალობა სჭირდება
19:24 05.05.2023 (განახლებულია: 22:35 05.05.2023) ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულ ანზორ ლომიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროს ფონზე ვერანდაზე დგას.
გამოძიების მიხედვით, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი.
„მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", – აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.