https://sputnik-georgia.com/20230505/napoli-italiis-chempioni-gaxda-277366500.html
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა - „ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოიგო
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა - „ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოიგო
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T12:39+0400
2023-05-05T12:39+0400
2023-05-05T19:18+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271044271_0:44:1142:686_1920x0_80_0_0_c7327510aa6130ed49b1712701507a7b.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კლუბი „ნაპოლი" 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ეს კლუბის ისტორიაში სერია A-ს გამარჯვებულის მესამე ტიტულია.აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა – 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებში.„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩი სტუმრად „უდინეზესთან“ გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლიც“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.„ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 მოიგეს.შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე გააკეთა – კუთხურიდან სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში კვარაცხელიამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველას აჯობა და საჩემპიონო გოლი გაიტანა – 1:1.გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია 86-ე წუთზე შეცვალა.33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფი „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა და ოფიციალურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.ავტორიტეტულმა გამოცემა The Washington Post-მა იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის" გამარჯვებას სტატია მიუძღვნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დამსახურება ნანატრი თასის მოპოვებაში.როგორც ავტორი აღნიშნავს, ოსტატობის წყალობით ქართველ ფეხბურთელს სწრაფად შეარქვეს მეტსახელი „კვარადონა" – „ნაპოლის" უდიდესი გმირის, არგენტინელი დიეგო მარადონას სახელიდან გამომდინარე.ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271044271_0:45:1142:903_1920x0_80_0_0_69075bc11a7d24df72a5d9874c09a11d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა - „ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოიგო
12:39 05.05.2023 (განახლებულია: 19:18 05.05.2023) ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კლუბი „ნაპოლი" 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ეს კლუბის ისტორიაში სერია A-ს გამარჯვებულის მესამე ტიტულია.
აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა – 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებში.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩი სტუმრად „უდინეზესთან“ გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლიც“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
„ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე გააკეთა – კუთხურიდან სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში კვარაცხელიამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველას აჯობა და საჩემპიონო გოლი გაიტანა – 1:1.
გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია 86-ე წუთზე შეცვალა.
33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფი „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა და ოფიციალურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.
ავტორიტეტულმა გამოცემა The Washington Post-მა იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის" გამარჯვებას სტატია მიუძღვნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დამსახურება ნანატრი თასის მოპოვებაში.
„ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სრულიად უცნობი ქართველი გარემარბი და ნაკლებად ცნობილი ნიგერიელი თავდამსხმელი შეძლებდნენ გუნდის შეკვრას და მის მწვერვალზე აყვანას. რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს თანაგუნდელები დაეხმარნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს ორი მოთამაშე იყო საკვანძო ფიგურა, რომლებიც დაეხმარნენ „ნაპოლის" „უდინეზესთან" მატჩის ფრედ 1:1 დასრულებაში და ტიტულის მოპოვებაში“, – ნათქვამია WP-ის სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ოსტატობის წყალობით ქართველ ფეხბურთელს სწრაფად შეარქვეს მეტსახელი „კვარადონა" – „ნაპოლის" უდიდესი გმირის, არგენტინელი დიეგო მარადონას სახელიდან გამომდინარე.
„როდესაც კვარაცხელია გოლის გატანას ვერ ახერხებს, იგი სხვებს ეხმარება და არის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო 10 შედეგიანი საგოლე გადაცემით", – ნათქვამია სტატიაში.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.