რეკლამებიდან ტელეკომპანიების შემოსავალი შემცირდა

© Pixabay / mohamed_hassanტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომერციული რეკლამიდან ტელევიზიების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 14,1 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტელე და რადიომაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,5%-ით შემცირდა და 15,6 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
აღნიშნული შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს.

„2023 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 14,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,2 მლნ ლარით ნაკლებია. შემოსავლების 66,7% პირდაპირ რეკლამაზე მოდის", – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სპონსორობის წილი 1,2%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი 5,5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მათ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავლები 2,6%-ით გაიზარდა და 1,5 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 87,82%, ხოლო სპონსორობას – 12,16% უკავია.
საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა 2022 წლის 1 მარტიდან აკრძალულია.
რეგულაციის ამოქმედებამდე კი აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, გასული წლის იმავე პერიოდში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4,8 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0