https://sputnik-georgia.com/20230505/-----277373826.html
„ქართული ოცნების“ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება
„ქართული ოცნების“ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ორგანოში მენაღარიშვილის ადგილს „ქართული ოცნების" პარტიული სიის მომდევნო წევრი დაიკავებს. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T15:49+0400
2023-05-05T15:49+0400
2023-05-05T21:11+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება.4 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მენაღარიშვილი სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დანიშნა.ბოლო წლებში მაია მენაღარიშვილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.მაია მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა, რომელიც 8 მაისს ჩატარდება.გავრცელებული ინფორმაციით, მენაღარიშვილი საქმიანობას მეცნიერების სფეროში გააგრძელებს.მენაღარიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილს პარტიული სიის მომდევნო წევრი დაიკავებს.ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 83 დეპუტატითაა წარმოდგენილი, მათგან 74 - ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო უმრავლესობაში 76 დეპუტატზე ნაკლები გახდება.ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება
15:49 05.05.2023 (განახლებულია: 21:11 05.05.2023) საკანონმდებლო ორგანოში მენაღარიშვილის ადგილს „ქართული ოცნების" პარტიული სიის მომდევნო წევრი დაიკავებს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება.
4 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მენაღარიშვილი სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დანიშნა.
ბოლო წლებში მაია მენაღარიშვილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.
მაია მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა, რომელიც 8 მაისს ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მენაღარიშვილი საქმიანობას მეცნიერების სფეროში გააგრძელებს.
მენაღარიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილს პარტიული სიის მომდევნო წევრი
დაიკავებს.
ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 83 დეპუტატითაა წარმოდგენილი, მათგან 74 - ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო უმრავლესობაში 76 დეპუტატზე ნაკლები გახდება.
ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.
მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.